ავტორი:

სტანდარტად ქცეული წარმატება - ტოიოტამ უახლესი Corolla და მეხუთე თაობის RAV4  წარადგინა

სტანდარტად ქცეული წარმატება - ტოიოტამ უახლესი Corolla და მეხუთე თაობის RAV4  წარადგინა

1 მარტს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ლეგენდარული სედანის - ტოიოტა Corolla-ს მე-12 თაობა და ახალი, მეხუთე თაობის RAV4 ქართველ, სომეხ და აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს „ტოიოტა კავკასიამ“ წარუდგინა. პრეზენტაციისას, საზოგადოებას გააცნეს ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა (TSS) და ჰიბრიდული ტექნოლოგია. ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისთვის მოეწყო ტესტ-დრაივი, რომელიც ითვალისწინებდა როგორც ჩვეულებრივ, ასევე დაბრკოლებებიან (Off Road) გზებზე ავტომობილების გამოცდას.

ტოიოტა კოროლა

ტოიოტა Corolla-ს უახლესი მოდელის წარდგენის დროს, ცნობილი გახდა, რომ ეს ლეგენდარული სედანი ახალი და გაუმჯობესებული 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავის გარდა, პირველად იქნა აღჭურვილი 1.8-ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით. ამის გარდა, აღსანიშნავია, რომ Corolla აგებულია ტოიოტას მოწინავე TNGA საინჟინრო პლატფორმაზე, რის შედეგადაც, მისი მართვა უფრო სასიამოვნო და უსაფრთხო გახდა.

ახალ ჰიბრიდულ კოროლაში, განსაკუთრებულად მცირე გამონაბოლქვის პარალელურად მფლობელი მიიღებს საწვავის ხარჯვის ეფექტურობის მაღალ მაჩვენებელს. ხოლო, მხოლოდ ელექტროძრავის მეშვეობით გადაადგილებისას, ავტომობილის გამონაბოლქვი ნულს უტოლდება, რაც ასე მნიშვნელოვანია გარემოსთვის.

„უფრო ხისტი ძარის და სიმძიმის დაბალი ცენტრის ერთობლიობა ამცირებს მოსახვევებში ძარის განივ დახრას, ხოლო ორბერკეტიანი საკიდარი უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ ამორტიზაციას, რაც თქვენს მგზავრობას უფრო კომფორტულს ხდის. ხანგრძლივი მგზავრობისას დაღლილობის შესამცირებლად, ჩვენ მძღოლის სხეულის მდგომარეობის ოპტიმიზაციაც კი მოვახდინეთ.“ - განმარტა ტოიოტა კავკასიის პროდუქტისა და ფასების სპეციალისტმა, სანდრო ბერულავამ.

პრესტიჟული, დინამიური, გაწონასწორებული, ელეგანტური სედანი - ასე ახასიათებენ მე-12 თაობის Corolla-ს ამ სფეროს სპეციალისტები. პირველი Corolla 1966 წელს გამოუშვა ტოიოტამ. მისი სლოგანი - „სტანდარტად ქცეული წარმატება“გამართლდა, რადგან დღეს ის ყველაზე გაყიდვადი მანქანაა მსოფლიოში.

ღონისძიებას ესწრებოდა ”ტოიოტა კავკასიის” პრეზიდენტი - მიცურუ კონიში.

„ამაყი ვარ, რომ ქართველებს ახალ RAV4-სა და Corolla-ს წარმოგიდგენთ. დარწმუნებული ვარ, ამ ლეგენდარული მანქანების ახალი მოდელები ქართველ მომხმარებელს მალე შეუყვარდება. ამას კი ახალი, თანამედროვე დიზაინი, გაუმჯობესებული კომფორტი და უსაფრთხოების პარამეტრები განაპირობებს. კიდევ ერთი სასიხარულო ფაქტი ისაა, რომ ორივე მოდელი წამოდგენილია ჰიბრიდული ძრავებით, რაც ქართულ ბაზარზე ასე მოთხოვნადი და პოპულარულია,“ - განაცხადა მიცურუ კონიშიმ.

ტოიოტას უსაფრთხოების სისტემის (TSS) გამო ახალი კოროლა კიდევ უფრო უსაფრთხოა. მისი უსაფრთხოების აქტიური სისტემები წარმოადგენენ შეჯახების თავიდან აცილების თუ მომხდარი ავარიის მიერ გამოწვეული ზიანის შემცირების ეფექტურ საშუალებას. უსაფრთხოების სისტემა აფრთხილებს მძღოლს, ამზადებს შესაბამის სისტემებს ოპტიმალური მუშაობისათვის და, საჭიროებისამებრ, რთავს ავტომატური დამუხრუჭების თუ მართვის დამხმარე რეჟიმებს.

ტოიოტას უსაფრთხოების სისტემა მოიცავს შეჯახების თავიდან აცილების სისტემის (PCS), ადაპტირებადი კრუიზ კონტროლის (AAC), ზოლიდან გადახვევის სიგნალისა და მართვის დამხმარე რეჟიმის (LDA + SA), ისევე როგორც ავტომატური შორი განათების განახლებულ ვერსიებს. გარდა ამისა, ის პირველად იყენებს ზოლის ხაზების აღქმის დამხმარე სისტემას (LTA), რომელიც ავტომობილის მართვის დახვეწილ დამხმარე სისტემას წარმოადგენს.

მე-12 თაობის ტოიოტა Corolla-სთან ერთად, ტესტ-დრაივზე მისი წინამორბედი მოდელებიც გამოვცადეთ. ახალ ავტომობილს აქვს ტევადი სალონი, რომელიც გამორჩეულია სენსორების მაღალი ხარისხით და მოწინავე ტექნოლოგიებით. წინა თაობის მოდელთან შედარებით, საგრძნობლად გაუმჯობესებულია როგორც მანევრირება, ისე გადაადგილების კომფორტი, სამუხრუჭე სისტემა, აღსანიშნავია მისი უხმაურობა გზებზე სიარულის დროს.

ტოიოტა RAV 4 - კომპრომისების გარეშე

1994 წელს ტოიოტამ თავისი პირველი RAV 4 -ის გამოშვებით მსოფლიოს ახალი ტიპის ავტომობილი წარუდგინა - მანქანა, რომელშიც მაღალი გამავლობისა და მდგრადი კორპუსის მქონე ყველგანმავალი, კომპაქტურ და იოლად სამართავ ჰეჩბექთან იყო შერწყმული.

2019 წელს კი, ახალი მეხუთე თაობის RAV 4 -ით ტოიოტა გაუმჯობესებული შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების ერას წარმოგვიდგენს, რომელიც ტოიოტას უახლესი პლატოფრმის - GA-K-ს დამსახურებაა.

ახალი 2.0 ბენზინის ძრავის გარდა, ახალი RAV 4 ერთადერთია თავის კლასში, რომელიც მყიდველებს თვითდატენვად, ჰიბრიდულ მოდელს სთავაზობს - არჩევანს, რომელსაც დასავლეთ ევროპაში მყიდველთა დიდი უმრავლესობა ემხრობა. ახალი 2.5 ჰიბრიდული ძრავი 218 ცხენის ძალით (წინა წამყვანი თვლებით) და 222 ცხენის ძალით (სრული ამძრაობის შემთხვევაში) ახალ, თავის კლასში ყველაზე ეკონომიურ ბენზინის მოხმარებას (4.4 ლ / 100 კმ) და ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხო გადაადგილებას (CO - 100გ/კმ) გვთავაზობს.

უკეთესი მართვადობის, კომფორტული მგზავრობის, ტევადი ინტერიერისა და თავის კლასში წამყვანი საბარგულის მოცულობის (580 ლიტრი ) გარდა, ამ მოდელს გააჩნია იმის თავისუფლება, რომ ძლიერი, დაბალ სახურავიანი თვალისმომჭრელი დიზაინის ფონზე უჩვეულოდ მაღალი ძარით მოიწონოს თავი. რაც შეეხება სალონს, იგი თავიდან ბოლომდე უმაღლესი ხარისხის მატერიითა და მასალებით არის შექმნილი.

„დღეს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე წარმოგიდგინეთ ტოიოტას ორი უახლესი მოდელი, რომელიც აგებულია TNGA საინჟინრო პლატფორმაზე. ორივე ავტომობილი არის მთლიანად გაუმჯობესებული, როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის მხრივ. დღეს წარმოვადგინეთ ტოიოტას უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული ტექნოლოგიებიც. ახალ მოდელი ყველა დეტალი არის შეცვლილი და გაუმჯობესებული. გაყიდვებთან დაკავშირებით მოლოდინები გვაქვს ძალიან მაღალი, რადგან ორივე ავტომობილი ძალიან პოპულარულია საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ძალიან გაზრდილია ჰიბრიდის წილიც, ახლა ვცდილობთ, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც მოვახდინოთ ჰიბრიდის პოპულარიზაცია.“ - აღნიშნა სანდრო ბერულავამ.

ისევე როგორც ახალი Corolla, მეხუთე თაობის RAV4 - იც აღჭურვილია ტოიოტას უსაფრთხო მართვის სისტემით(Toyota Safety Sense), რაც მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილებასა და უსაფრთხო მართვაში ხელის შეწყობას გულისხმობს.

ახალი RAV4 - ის მფლობელი და მისი მგზავრები ერთნაირად კომფორტულად იმგზავრებენ როგორც ქალაქში, ასევე უგზოობის პირობებში. ამის დასადასტურებლად რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ახალ მოდელთან ერთად, წინა თაობის RAV4 გავტესტეთ.

ავტოდრომზე მგზავრობის დროს, ნათლად გამოჩნდა რომ უახლესი მოდელი უფრო მსუბუქი, უხმაურო და კომფორტულია. ხოლო უგზოობის პირობებში, მან შთამბეჭდავი შედეგი გვაჩვენა. რთულად სამოძრაო მონაკვეთებს ახალი RAV4 მარტივად, თამამად და ღირსეულად გაუმკლავდა.

სრულიად განახლებულია დიზაინის დეტალებიც: ციფრული უკანა ხედვის სარკე აუმჯობესებს მძღოლის მხედველობის არეალს, ახალ მოდელში ვხვდებით პანორამულ ავტომატიზირებულ ლუქს, ვენტილირებად სავარძლებს, უსადენო დატენვის სისტემასსმარტფონისათვის და ხუთამდე USB პორტს სალონში. აჩქარებისთვის მას მხოლოდ 8,1 წამი სჭირდება და წინა მოდელთან შედარებით 13 %-ის ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

(R)

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი