ავტორი:

"გთხოვთ, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, ვინც აღნიშნულ ადგილებში ცხოვრობთ ან გაივლით..." - ოჯახი და მეგობრები 26 წლის გიგი გეგეჭკორს ეძებენ

"გთხოვთ, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, ვინც აღნიშნულ ადგილებში ცხოვრობთ ან გაივლით..." - ოჯახი და მეგობრები 26 წლის გიგი გეგეჭკორს ეძებენ

ოჯახი და მეგობრები უკვე ოთხი დღეა ეძებენ 26 წლის გიგი გეგეჭკორს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა მეგობრებმა ბოლოს 9 მარტს, შაბათს, დაახლოებით ღამის 22:00 საათზე ნახეს, სოფელ წითელსოფელში, საიდანაც ის გუდაურის მიმართულებით წავიდა.

დაკარგულის მეგობარი ლევან ლევან გოგოტიშვილი "ფეისბუქზე" წერს, რომ გეგეჭკორი სავარაუდოდ ავტოსტოპით წავიდა გუდაურის მიმართულებით და მისი კვალი აქ იკარგება:

"9 მარტს გიგი გავიდა წითელსოფელიდან და უცნობ ავტომობილს გაჰყვა გუდაურის მიმართულებით. ვეძებთ ავტომობილის მძღოლს იქნებ მივაწვდინოთ ხმა და გამოვიდეს კავშირზე...

დაუდასტურებელი, თუმცა არცთუ უსაფუძვლო ინფორმაციით, გიგი ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანმა დაინახა ფასანაური-მლეთის მონაკვეთში. მისი ზუსტი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ხსენებული ფაქტები ბადებს ეჭვს, რომ გიგი ჯერ კიდევ სადღაც ფასანაურის მიდამოებშია. გთხოვთ, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია და ვინც აღნიშნულ ადგილებში ცხოვრობთ ან გაივლით, ყურადღებით შეათვალიერეთ უქურთუკოდ მოძრავი ახალგაზრდა, რომელსაც მუქი ფერის ზედა აცვია" - წერს ლევან გოგოტიშვილი.

თუ ვინმე რაიმე სახის ინფორმაციას ფლობთ გიგი გეგეჭკორის ან მისი ადგილსამყოფელის შესახებ დაუკავშირდით ტელეფონის ნომრებზე:

დაკარგულის დედა, ანა - 592 20 30 00

დაკარგულის მეგობარი, ლევანი - 599710106

ზესტაფონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებას დედა-შვილი ემსხვერპლა

სენაკში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ავარიაში მოყვა - დაშავებულია პოლიციელი

ზუგდიდში ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა