ავტორი:

რატომ ჩამოშორდა კინოს ანა ბაგრატიონის ულამაზესი დედა და რა საერთო აქვს მას მონაკოს პრინცესასთან

რატომ ჩამოშორდა კინოს ანა ბაგრატიონის ულამაზესი დედა და რა საერთო აქვს მას მონაკოს პრინცესასთან

საკმარისია ახსენო ხატია ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან "მე ვხედავ მზეს", ყველას თვალწინ უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი წარმოუდგება, რომელიც ფილმის რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ასეულობით კადიდატს შორის გამოარჩია და ამ პერსონაჟის განსახიერება ანდო. პირველივე როლმა უსაზღვრო პოპულარობა და ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში მნიშვნელოვანი ადგილი მოუტანა.

აბიტურიენტობიდან გამოჩნდა მის ცხოვრებაში კინო და სწორედ კინომ შეახვედრა მის მომავალ მეუღლეს რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის. პოეტ პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის ვაჟს, რომელიც ბაგრატიონთა სამეფო შტოს შთამომავალია. ვერ გეტყვით უოცნებია თუ არა ლეილა ყიფიანს, ბავშვობაში თითქმის ყველა გოგონას საოცნებო კინოვარსკვლავობაზე ან ნამდვილ პრინცზე, მაგრამ ეს ყველაფერი მის ცხოვრებაში ერთმანეთის მიყოლებით მოვიდა..

რეზო ჩხეიძის საკულტო ფილმ "ღიმილის ბიჭებს" უკავშირდება ლეილა ყიფიანისა და ნუგზარ ბაგრატიონის გაცნობა. როგორც ყვებიან ერთმანეთს ფილმის სინჯებზე შეხვდნენ და დამეგობრდნენ, თუმცა ნუგზარ ბაგრატიონს ცხოვრებაში ლეილა არაერთხელ ჰყავდა ნანახი, რადგან მისი სახლის წინ იყო ის სკოლა, სადაც მაშინ უკვე ვარსკვლავი ლეილა ყიფიანი სწავლობდა. ნუგზარიც ხშირად უყურებდა, როგორ ბრუნდებოდა მშვენიერი გოგონა სკოლიდან სახლში წიგნებით დატვირთული, თუმცა მაშინ ერთმანეთს არ დაკონტაქტებიან. ფილმში კი ერთად ითამაშეს და პრემიერის შემდეგ მილოცვებსაც ერთად იღებდნენ. 3 წელი იყვნენ შეყვარებულები და საბოლოოდ როგორც პრინცს და პრინცესას შეეფერება ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს.

ლეილა ყიფიანი ნელ-ნელა ჩამოშორდა კინოეკრანებს. როგორც თავად ამბობს მეუღლის ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობა არ ყოფილა, გათხოვების შემდეგაც ითამაშა რამდენიმე როლი სხვადასხვა ფილმში, თუმცა მას შემდეგ რაც დედა გახდა, ნელ-ნელა კინოკარიერა მისთვის მეორე ფლანგზე გადავიდა. წაიკითხეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება