ავტორი:

რა თანხას ხარჯავენ საქართველოში კაზინოებში - სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, ბოლო 11 წლის მონაცემებით,187-ჯერ არის გაზრდილი

რა თანხას ხარჯავენ საქართველოში კაზინოებში - სათამაშო ბიზნესის ბრუნვა, ბოლო 11 წლის მონაცემებით,187-ჯერ არის გაზრდილი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა 6 წელიწადზე მეტია „დროში გაიჭედა“. ამ დროს კი სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მნიშვნელოვნად იზრდება.

კერძოდ, ბოლო 11 წლის მონაცემებით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 187-ჯერ არის გაზრდილი. მათ შორის, 2016 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა დაახლოებით 4 მილიარდი იყო, ხოლო 1 წელიწადში მილიარდნახევრიანი ნახტომი გააკეთა და 2017 წელს აზარტული თამაშების ბრუნვამ 5,6 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორია აზარტული თამაშებით დაკავებულ საწარმოთა შემოსავლები, მოგება და მოქალაქეებისგან მიღებული თანხები.

საინტერესოა, რომ ბრუნვის მოცულობის მიხედვით ყველაზე მსხვილი 50 კომპანიის ჩამონათვალში მყოფი 8 აზარტული კომპანიიდან ფინანსური ანგარიშგება ხუთს აქვს გამოქვეყნებული. მათგან ორის - შპს „ს გემბლინგ ჰოლისა“ (აჭარაბეთი) და შპს „დეიდრიმ უნივერსალ საქართველოს“ (ბეთლაივი) შესახებ „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა.

რაც შეეხება დანარჩენ სამ კომპანიას, ესენია - შპს „ქართული კაზინოს ჯგუფი“ (შანგრი ლა), შპს „ავიატორი“ (აჭარაბეთი) და შპს „მარსი“ (კრისტალბეთი).

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, სამივე კომპანია მე-2 კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლარიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე არის.

ცალკეული კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლები რომ ვნახოთ, 2017 წელს „შანგრი ლას“ წმინდა მოგებამ - 6,995,662 ლარი; საერთო მოგება - 34,398,604; შემოსავალი რეალიზაციიდან - 48,400,043; თვითღირებულების ხარჯები - 14,001,439 ლარი იყო. მოგების გადასახადი 2017 წელს კომპანიას არ აქვს გადახდილი. რაც შეეხება აქტივებს, 2017 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, კომპანიის საკუთრებაში - 13,183,779 ლარის აქტივები იყო. იხილეთ ვრცლად

გიორგი მარგველაშვილმა ილია მეორე მოინახულა - "დამხვდა ადამიანი აბსოლუტურად წელში გამართული"

პარაკლისი მეუფე პეტრესთვის - მრევლი და სასულიერო პირები მას ჭყონდიდის საკათედრო ტაძარში ელოდებიან

მთავარეპისკოპოს იაკობს სინოდმა შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა