ავტორი:

ჩრდილოეთ ოსეთში დეპუტატმა ვასილ გოგიჩაიშვილმა სკოლის მასწავლებელი თმებით ათრია

ჩრდილოეთ ოსეთში დეპუტატმა ვასილ გოგიჩაიშვილმა სკოლის მასწავლებელი თმებით ათრია

ჩრდილოეთ ოსეთში სკანდალური ინციდენტი მოხდა, რომელშიც რეგიონალური დეპუტატი ვასილ გოგიჩაიშვილი (ზოგიერთ წყაროში გოგიჩაევი) მონაწილეობდა. პარტია "რუსეთის პატრიოტების" წევრი არდონის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებელს თმებში სწვდა და ეს ყველაფერი ბავშვების თვალწინ ჩაიდინა.

დაზარალებული მხარის მტკიცებით, 6 მარტს პოლიტიკოსი ვასილ გოგიჩაიშვილი გაკვეთილის მიმდინარეობის დროს, საკლასო ოთახში შეიჭრა და დაწყებითი კლასის მასწავლებელს დაესხა თავს. შემდეგ კი მასწავლებელს თმაში სწვდა და ძალის გამოყენებით დირექტორის კაბინეტში შეათრია.

საინფორმაციო სააგენტო "360"-ის ცნობით, დეპუტატი მასწავლებელს იმის გამო გაუსწორდა, რომ მან გოგიჩაიშვილის ძმიშვილი გაკვეთილების შემდეგ დატოვა და აღმზრდელობითი გაკვეთილი ჩაუტარა. თვითმხილველების თქმით, ბავშვები, რომლებიც დეპუტატსა და მასწავლებელს შორის ინციდენტს შეესწრნენ, ისტერიკაში იყვნენ. მათივე თქმით, ბავშვების ტირილისა და ისტერიკის მიუხედავად, "ამ არაადამიანს" მასწავლებელზე თავდასხმა არ შეუწყვეტია.

იხილეთ VIDEO

თვითმხილველები იმასაც ამტკიცებენ, რომ დირექტორის კაბინეტში დეპუტატი მასწავლებელს დანითაც ემუქრებოდა.

ინციდენტის შემდეგ, გოგიჩაიშვილმა თავად განაცხადა უარი დეპუტატის მანდატზე. მოგვიანებით კი ვიდეო ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ არავითარ ცემას ადგილი არ ჰქონია და გაბრაზება მისი ძმისშვილი არასრულწლოვანი გოგონასთვის 70 რუბლის მოპარვის დაბრალებამ გამოიწვია. გოგიჩაიშვილის თქმით, აღნიშნული სკანდალი რაიონის ხელმძღვანელობამ განგებ აუგორა.

"ჩემი 12 წლის ძმისშვილი უსამართლოდ დაადანაშაულეს ფულის მოპარვაში, ჩემს ადგილას ნებისმიერი გამოვიდოდა მდგომარეობიდან, თუმცა მე თითი არავისთვის დამიკარებია.

ეს იმის ბრალია, რომ ჩემი პრინციპული პოზიცია სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მოსვენებას არ აძლევდა რაიონის ხელმძღვანელობას. აქამდე მივიდა ამ კრიტიკის შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ მე მართალი ვარ, მივიჩნევ საჭიროდ, დავთმო მანდატი, რომ სამომავლოდ თავიდან ავიცილო ჩემი და "რუსეთის პატრიოტების" დისკრედიტაცია.

აღნიშნული სკოლის მასწავლებლები აქამდეც არაერთხელ უჩიოდნენ დეპუტატის მხრიდან აგრესიას. გასულ წელს ანალოგიური სიტუაცია დაფიქსირდა სხვა პედაგოგის მიმართ. ამ ჯერზე კი სკოლის ადმინისტრაციამ მშობლებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება პოლიციისთვის მიემართა.

რეკორდული მაჩვენებელი - ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა