ავტორი:

ნატო-ს გენერალური მდივანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

ნატო-ს გენერალური მდივანი გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა

დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. აღიარებით, - ამის შესხებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე გარდაცვლილი 29 წლის საქართველოს მოქალაქის ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე „რუსთავი 2“-ის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მთლიანობას.

„ნატო-ს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერია და რა თქმა უნდა, ამაში იგულისხმება საქართველოს უფლება, დაიცვას თავისი მოქალაქეები. ამ შემთხვევის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. აღიარებით. გარდა ამისა, საოკუპაციო ხაზს გამუდმებით წევენ. ასევე ვხედავთ სხვა აგრესიულ ქმედებებს საქართველოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ“- აცხადებს სტოლტენბერგი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."