ავტორი:

ვინ არის 16 წლის შვედი მოსწავლე, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ვინ არის 16 წლის შვედი მოსწავლე, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს

შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა ტუნბერგი ნობელის პრემიაზეა წარდგენილი იმ სამუშაოსთვის, რომელსაც ის ეწევა ახალგაზრდებს შორის კლიმატის ცვლილებების საკითხზე. ამის შესახებ "თაიმი" წერს.

16 წლის სკოლის მოსწავლე ნობელის პრემიაზე ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატებმა წარადგინეს.

„ჩვენ გრეტა წარვადგინეთ, რადგან კლიმატური საფრთხე შესაძლოა ომებისა და კონფლიქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გახდეს. გრეტას მიერ დაწყებული მასობრივი მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია მშვიდობის საკითხში“, - განაცხადა დეპუტატმა ფრედი ანდრე ოვსტეგაარდმა.

ჟურნალმა „თაიმმა“ გრეტა ტუნბერგი 2018 წლის ერთ-ერთ გავლენიან მოზარდად დაასახელა. ის სიტყვით გამოვიდა გაეროს კლიმატთან დაკავშირებულ კონფერენციაზე და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც განაცხადა, რომ „ლიდერები უნდა იქცეოდნენ ისე, თითქოს სახლში ხანძარია, რადგან ეს მართლაც ასეა“.

ის ერთი თვის განმავლობაში მართავდა ერთკაციან საპროტესტო აქციას შვედეთის პარლამენტის წინ მოთხოვნით, მეტი ძალისხმევა დაეთმოს კლიმატური ცვლილებების საკითხს.

თუ გრეტა ნობელის პრემიას მიიღებს, ის იქნება ამ ჯილდოს ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი (პაკისტანელმა მალალა იუსუფზაიამ ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 17 წლის ასაკში მიიღო).