ავტორი:

ახალი სტანდარტის დროა!

ახალი სტანდარტის დროა!

მოხმარებლებს, რომლებსაც სააბაზანოს და სამზარეულოსა მოწყობა სურთ, ამიერიდან “ვენეტო დიზაინი” გაუღებს კარს. სველი წერტილების ყველაზე გემოვნებიანი და კომფორტული გადაწყვეტა “ვენეტო დიზაინის” შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციით სრულყოფილად არის შესაძლებლი. კერამიკის და გრანიტის ფილები, უნიტაზის და ხელსაბანების ფართო არჩევანი, საშხაპე კაბინები და აბაზანის ნიჟარები, ონკანები, შემრევები, შხაპის და შეკიდული უნიტაზის სისტემები, სააბაზანოს და სამზარეულოს ავეჯი, აქსესუარები და დეკორაციები და უამრავი რამ, რაც სჭირდება სააბაზანოს და სამზარეულოს ინტერიერსა და ექსტერიერში კომფორტის შექმნას, აღმაშენებლის ხეივნის 38 ნომერში “ვენეტო დიზაინი”-ს ახალადგახსნილ შოურუმში დაგხვდებათ.

პირველი, რაც “ვენეტო დიზაინში” თქვენს ყურადღებას მიიქცევს, სრულყოფილად გაწყობილი სააბაზანო და სამზარეულო სეტებია, რათა სრულფასოვნად და რეალურად შეძლოთ იმ გარემოს აღქმა, რაც შეგიძლიათ თავად შექმნათ შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის შეძენით. ეს ხელწერა იტალიური ავეჯის სახლი “ვერონა”-საგან ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე კარგად ცნობილია. სწორედ “ვერონა”-ს ახალ პროექტს და სააბაზანოს და სამზარეულოს მიმართულებით გაფართოვებას წარმოადგენს “ვენეტო დიზაინი”. “ვენეტო დიზაინი” ოცდახუთი ესპანური და იტალიური ბრენდის პროდუქციით მარაგდება და ყველა მათგანი ინდივიდუალური ხელწერით გამოირჩევა. ათვალიერებთ რა კოლექციებს, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეუხამოთ თითოეული დეტალი თქვენს ინტერიერს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ნებისმიერი ნივთისა თუ მასალის შესახებ. ამაში უკვე “ვენეტო”-ს კონსულტანტები დაგეხმარებიან!

ის, რაც “ვენეტოს” პროდუქციას ასევე გამოარჩევს, კერამო-გრანიტის ყველაზე მასიური ზომის და ფორმატის ფილებია. “ვენეტო” მოდის ახალ ტენდენციებს მისდევს და საამისოდ მომხმარებლებს სთავაზობს არასტანდარტული ზომის მაშტაბურ ფილებს, რომლითაც შეძლებთ მასიური კედლის, იატაკის ან ზედაპირის მიღებას. აქვე ნახავთ კატალოგს, რომლის მიხედვითაც შეძლებთ სასურველი ფერისა და ტექსტურის შერჩევით ფილის შეკვეთასაც.

“რატომაც არა?” - ასე გიპასუხებენ “ვენეტოში”, თუკი არასდანდარტული ფერის სანტექნიკის მოწყობილობებს და სააბაზანო ავეჯს მოისურვებთ. თეთრი ფერის გრადაციებით დამზადებული ხელსაბანი ნიჟარები და სხვა ავეჯი კვლავ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა დღეს აქტიურად გამოიყენება გლუვი თუ პრიალა დაფარვის მქონე ფერადი ხელსაბანები და მოწყობილობები. “ვენეტოში” სააბაზანოს ავეჯის ბევრ ვარიანტსაც ნახავთ და ფერთა კატალოგსაც დაათვალიერებთ, თუკი თქვენი ინტერიერისთვის განსხვავებული ელფერის მინიჭება გაქვთ გადაწყვეტილი.

აქვე იხილავთ ერთ-ერთ ყველაზე მთავარს - სააბაზანოსა და სამზარეულოს წყლის სისტემების ფართო არჩევანს, რომელიც შემრევ ონკანებს, საშხაპეებს, სამზარეულოს ნიჟარებსა და სხვა ნებისმიერი ტიპის სააბაზანე სისტემებს მოიცავს. თითოეული ნიმუში დიზაინერის მიერ შექმნილ სხვადასხვა სიტუაციას ესადაგება და არის, როგორც ორიგინალური, ისე მოსახერხებელი.

რბილი ავეჯის მომხმარებლებმა კარგად იციან, მასალასთან ერთად, რა მნიშვნელობა ენიჭება დიზაინს. სწორედ ამ ორი კომპონენტის სწორი და გემოვნებიანი ურთიერთქმედებით ვიღებთ მაღალი კლასის აბაზანის და სამზარეულოს ავეჯს. სააბაზანო ოთახის დიზაინი კიდევ უფრო სპეციფიკურია, რადგან აუცილებლად გასათვალისწინებელია წყლის ეფექტიც. აქედან გამომდინარე, მასალას და თითოეული დეტალის ფორმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. “ვენეტოში” საშუალება გექნებათ, დეტალურად შეამოწმოთ და გაეცნოთ ყველა წარმოდგენილ ელემენტს.

სამზარეულოს ხაზი “ვენეტოს” მეორე აქტიური სფეროა, სადაც მომხმარებელს საშუალება ექნება აირჩიოს სტილიც, ტექსტურაც და ფერიც მისი გემოვნებით.“ვენეტო”-ს შოურუმებში წარმოდგენილი სამზარეულო ოთახის სრული სიტუაცია ქმნის მეტ დამაჯერებლობას, რათა სტუმარმა ზუსტად წარმოიდგინოს ესა თუ ის კოლექცია თავის სახლში და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. კვალიფიციურ და მაღალპროფესიონალურ რჩევას მომხმარებელი “ვენეტო”-ს დიზაინერებისგან მიიღებს.

რაც მთავარია, “ვენეტოში” წარმოდგენილი ყველა კოლექცია ეკოლოგიურად სუფთა მასალით მზადდება და წარმოადგენს რა ხარისხის ევროპულ სტანდარტს საქართველოში, საიმედო და გრძელვადიანი გადაწყვეტაა შენაძენისთვის.

“ვენეტო დიზაინი” უკვე მზად არის მიიღოს და მოემსახუროს მომხმარებლებს დავით აღმაშენებლის ხეივნის 38 ნომერში, ავეჯის სახლ “ვერონა”-დან სულ რაღაც სამას მეტრში.

https://www.facebook.com/design.veneto/

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი