ავტორი:

ხურვალეთის მცხოვრებლები აქტივისტებს - "დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ"

ხურვალეთის მცხოვრებლები აქტივისტებს - "დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ"

სოფელ ხურვალეთის მცხოვრებლები მათ სოფელში სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების შესვლას ხმაურით შეხვდნენ. სამართალდამცავებმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები შეიყვანეს.

მედიის წარმომადგენლებსა და აქტივისტებს დავით ხუროშვილისა და გია ბატონისაშვილის ბაღები დაათვალიერებინეს. სწორედ აღნიშნულ ბაღებთან სამხედრო ფორმიანების გამოჩენის შესახებ საუბრობდნენ გუშინ.

"მავთულხლართებთან იდგნენ, არ გადმოსულან, მე არ მინახავს ისინი. ჩვენი ბაღია, მე არ გავრბივარ და თქვენ სად გარბიხართ, დაგვანებეთ თავი! თქვენ წახვალთ და ჩვენ აქ უბედურებაში უნდა დაგვყაროთ", - ამ სიტყვებით შეხვდნენ ხურვალეთის მცხოვრებლების ნაწილი აქტივისტებს.

კიდევ ერთი მცხოვრები დავით საღირაშვილი აცხადებს, რომ რუსებს ოკუპირებული ტერიტორიიდან ე.წ. საზღვარი არ გადმოულახავთ.

„თავის გამოჩენა, ან ქულების დაწერა უნდათ. რუსები ოკუპანტები არიან, მეც მებრძოლი ბიჭი ვარ და არც მე მინდა რომ დადიან, არ მსიამოვნებს, მაგრამ მივიდეთ, ვეჩხუბით, ვაგინოთ და ვლანძღოთ, ამით რა გამოვა? ომს მოვიგებთ და ტერიტორიებს დავიბრუნებთ?“ - განაცხადა საღირაშვილმა.

მას შემდეგ რაც სამოქალაქო აქტივისტებმა სოფელი ხურვალეთის შესასვლელი დატოვეს, ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი ახალ მოთხოვნას აყენებენ და ითხოვენ, სამართალდამცავებმა სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან 24-საათიან რეჟიმში პატრულირება მოახდინონ.

"ჩვენ აქედან მივდივართ, მაგრამ ვაფიქსირებთ ჩვენს მოთხოვნას, რომ პოლიცია 24 საათიან რეჟიმში პატრულირებდეს ბაღებში. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას, რასაც 21 თვის განმავლობაში ვაწარმოებთ საოკუპაციო ხაზთან", - განაცხადა ქაცარავამ.

მარნეულში სამოქალაქო აქტივისტები ე.წ. კომენდანტის საათს არღვევენ - ისინი სადღესასწაულო რიტუალს ასრულებენ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა - განახლებული მონაცემები

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს 200 მოქალაქე, თითოული 4000 ლარით დაფინანსდება - განაცხადების მიღება დაიწყო