ავტორი:

უბედური შემთხვევა ორთაჭალაში - მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 1 მამაკაცი გარდაიცვალა, 2 დაშავდა

უბედური შემთხვევა ორთაჭალაში - მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 1 მამაკაცი გარდაიცვალა, 2 დაშავდა

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მუშები აღნიშნულ შენობაში სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია