ავტორი:

დიდ დიღომში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა - რა კომენტარს აკეთებს საბურთალოს გამგებელი

დიდ დიღომში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა - რა კომენტარს აკეთებს საბურთალოს გამგებელი

დიდ დიღომში ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განუცხადა. ცეცხლს 23 სახანძრო ჯგუფი ებრძვის. ცეცხლი ერთ-ერთი კერძო კომპანიის საწყობში გაჩნდა.

„ხანძარი გაუჩნდა ერთი კერძო კომპანიის საწყობს. ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. ცეცხლის ჩაქრობას ძლიერი ქარი უშლის ხელს. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს. რაც შეეხება დაშავებულებს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ერთი ადამიანია დაშავებული და ის კლინიკაშია გადაყვანილი“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია