ავტორი:

„მელნის გულის“ წარდგენა და დიდი აქცია ბიბლუსში

„მელნის გულის“ წარდგენა და დიდი აქცია ბიბლუსში

19 მარტს 17:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში“ (თბილისი, ჭავჭავაძის #7) „ლიბერთინსის“ ახალი გამოცემის - „მელნის გულის“ წარდგენა გაიმართება. ღონისძიებაზე მოსული სტუმრები ახალ გამოცემას - „მელნის გული“ 14.95 ლარის ნაცვლად, 5 ლარად შეიძენენ. გარდა ამისა, 19 მარტს, ბიბლუსის ყველა ფილიალში „ლიბერთინსის“ ნებისმიერი წიგნი 30%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

გერმანელი ავტორის, კონელია ფუნკეს მსოფლიო ბესტსელერი, „მელნის გული“ არის წიგნი, რომელშიც ისტორია პირდაპირი მნიშვნელობით ცოცხლდება. წიგნის მთავარ გმირს, მეგისა და მამამისს განსაკუთრებული ნიჭი აქვთ - როცა ისინი ხმამაღლა კითხულობენ, გმირები ცოცხლდებიან.

„მელნის გულს“ ღონისძიებაზე წარადგენს მთარგმნელი, ნანა გოგოლაშვილი, რომელმაც წიგნი გერმანულიდან თარგმნა და 770 გვერდი ხელით დაწერა. წიგნის ყდაზე მხატვარმა სანდრო სულაკაურმა იმუშავა.

წიგნი პროექტის „ლიბერთინსის“ ფარგლებში გამოიცა. „ლიბერთინსი“ არის თინეიჯერების ჯგუფი, რომელიც კითხულობს და არჩევს მათ თაობაში თანამედროვე, პოპულარულ, უცხოურ ლიტერატურას, რომელსაც შემდგომ გამომცემლობა „პალიტრა L“ ქართულ ენაზე გამოსცემს.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/310822419617594/

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს