ავტორი:

დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა

დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით კირკიტაძე შეუძლოდ გახდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განუცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული მიზეზი, რატომ არის კირკიტაძე შეუძლოდ, მისთვის უცნობია.

ამასთან, გიორგი ბოტკოველის განმარტებით, სასამართლო პროცესი, რომელიც დავით კირკიტაძის ბრალდების საქმეზე დღეს, 15:00 საათზე იყო ჩანიშნული გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, გადაიდება სწორედ ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„ჩვენ ვიცით, რომ შეუძლოდ არის და ვერ მოახერხებს სასამართლოში გამოცხადებას. ამ დროისთვის ციხეშია და თავს შეუძლოდ გრძნობს“, - განაცხადა ბოტკოველმა.

დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით კი, დღეს დილით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა თავის დაცვის ქვეშ მყოფი, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა.

„დღეს დილით მოვინახულე და შეუძლოდ იყო. სასამართლოს სხდომის გადადების მოთხოვნით მივმართავთ,“ - განაცხადა კონდახიშვილმა.

სროლა გლდანის რაიონში - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი

შსს "ნაცმოძრაობას" მიმართავს, გამოყონ წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებას გადასცემენ

"არ იყო საშველი, რომ არ მოეკლათ? დაეჭირათ მაინც" - ვინ არის ზუგდიდში, დევნის ოპერაციისას გარდაცვლილი ახალგაზრდა და რას ჰყვებიან მასზე ახლობლები?