ავტორი:

აფეთქება თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსში - დაშავებულია ერთი ადამიანი

აფეთქება თემქაზე, საცხოვრებელ კორპუსში - დაშავებულია ერთი ადამიანი

თემქაზე, მესამე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავა ერთი ადამიანი, რომელიც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "ყაზტრანსგზ-თბილისში“ განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გაზგამათბობლის არასწორი მონტაჟი გახდა.

"თემქაზე მე-3 მიკრორაიონის მე-5 კორპუსში ბუნებრივი გაზის დაგროვებისა და მომხდარი აალების მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის ხელსაწყოების ექსპლუატაციის წესების უხეში დარღვევა გახდა. შემთხვევას არ გამოუწვევია ნგრევა და არ მოჰყოლია მსხვერპლი. აღნიშნული მისამართიდან გაზგამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე არ შემოსულა არცერთი შეტყობინება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

"ყაზტრანსგაზ თბილისი" კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ დატოვოთ გაზდანადგარები უყურადღებოდ, გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი მეზობელების სიცოცხლეს", - აცხადებენ კომპანიაში.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის