ავტორი:

12 კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

12 კომპიუტერული ხრიკი, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

არსებობს კომპიუტერის 3 ტიპის მომხმარებელი: ვინც მაუსის გამოყენებას ამჯობინებს, ვისაც კლავიატურა ურჩევნია და ვინც Siri-ს ან Cortana-ს დახმარებით ელაპარაკება კომპიუტერს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით, ხერხები, რომლებიც თქვენი კომპიუტერის უცნობ შესაძლებლობებს გამოავლენს, ყველასთვის სასარგებლო იქნება. სტატიაში მოცემული ჭკვიანური ხრიკები კომპიუტერის გამოყენებას ყოველდღიურად გაგიმარტივებთ.

1. Ctrl + T ახალ ფანჯარას ხსნის. როცა კომპიუტერთან ბევრს მუშაობთ, ახალი ფანჯრების სწრაფად გახსნა გჭირდებათ. ყოველ ჯერზე ამის მაუსით გაკეთების ნაცვლად, შეგიძლიათ Ctrl-ს და შემდეგ ასო T-ს დააჭიროთ. თუ MacBook-ს იყენებთ, Ctrl-ის მაგივრად "command"-ს დააჭირეთ.

2. სანამ კომპიუტერის ხელოსანთან მიხვალთ, ნებისმიერი კითხვა Google-ს დაუსვით. კომპიუტერის პრობლემების უმეტესობა იმდენად მარტივი მოსაგვარებელია, რომ თუ გარკვეულ საფეხურებს მიჰყვებით, თავადაც შეძლებთ. მიუხედავად ამისა, ადამიანების უმეტესობა მაშინვე პანიკდება და ხელოსანთან მიდის. სჯობს, დამშვიდდეთ და ცივი გონებით იფიქროთ. ჰკითხეთ Google-ს თქვენი პრობლემის შესახებ და წაიკითხეთ, რას წერენ ამაზე Microsoft-ის ფორუმზე. ასე თუ მოიქცევით, ფულს დაზოგავთ და მეტსაც ისწავლით.

3. ვალუტის კურსის გასაგებად კალკულატორის ნაცვლად Google გამოიყენეთ. რა საჭიროა კალკულატორი, როცა ისეთი დაუფასებელი რაღაც არსებობს, როგორიც Google-ია? თუ საზღვარგარეთ მიემგზავრებით და ვალუტის კურსის სხვა ვალუტაში ნახვა გინდათ, შეგიძლიათ Google-ში ჩაწეროთ სასურველი ფულის რაოდენობა და ქვეყანა, რომელშიც მიემგზავრებით. ან, უბრალოდ, ორი ვალუტა, მაგალითად dollars to euros.

4. ლეპტოპის ბატარეა airplane mode-ზე უფრო სწრაფად იტენება. როცა ლეპტოპი airplane mode-ზეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ფუნქცია, როგორიცაა Wi-Fi და Bluetooth, ითიშება. ამის წყალობით ბატარეა უფრო სწრაფად იტენება.

5. იმისთვის, რომ ვერავინ გაიგოს, რას აკეთებთ, დამალეთ IP მისამართი. IP-ის დასამალად რამდენიმე გზა არსებობს. პირველ რიგში, კარგი VPN უნდა დააინსტალიროთ კომპიუტერში, რაც ვირტუალურ სამყაროში თქვენს რეალურ ადგილსამყოფელს შეცვლის. ამის შემდეგ შეგიძლიათ გადმოწეროთ PeerBlock, რომელიც ასევე მალავს თქვენს ადგილმდებარეობას და საშუალებას გაძლევთ, ისე გააკეთოთ ნებისმიერი რამე, რომ ვერავინ გაიგოს, სად იმყოფებით.

6. კომპიუტერის ეკრანი რომ უფრო ნათელი გახდეს, გადმოწერეთ "f.lux". ალბათ, ბევრი თქვენგანი მუშაობს ისეთ ადგილას, სადაც კომპიუტერის ეკრანის განათება ძალიან მნიშვნელოვანია. სიბნელეში ზედმეტად კაშკაშა ეკრანი თვალებს ტკენს, სინათლეში კი ჩაბნელებულ ეკრანთან მუშაობა მოუხერხებელია. კომპიუტერების უმეტესობა night shift mode (ღამის რეჟიმი) აქვს, რაც ღამით ეკრანის განათებას ისე არეგულირებს, რომ თვალები არ გეტკინოთ. ასევე, შეგიძლიათ გადმოწეროთ f.lux, რომელიც ეკრანის ნათებას გარემოს მიხედვით არეგულირებს და ძალიან მოსახერხებელი პროგრამაა.

7. სუფთა დესკტოპი უფრო სწრაფად მომუშავე კომპიუტერს ნიშნავს. თუ კომპიუტერის სიჩქარესთან დაკავშირებით პრობლემები გაქვთ, ეს შეიძლება დესკტოპის გადატვირთვის გამო იყოს. თუ ყველაფრისთვის ცალკე ფაილის შექმნა გეზარებათ, შექმენით ერთი ფაილი დესკტოპზე, რომელშიც ყველაფერს "ჩაყრით". აპლიკაციები task bar-ზე გადაიტანეთ. ამ ხერხით თქვენი დესკტოპი მაქსიმალურად დაცარიელდება და კომპიუტერიც უკეთესად იმუშავებს.

8. გაიგეთ, ვინ იპარავს თქვენს Wi-Fi-ს. გამაღიზიანებელი არაა, როცა თქვენი ინტერნეტი ნელია იმის გამო, რომ ვიღაც Wi-Fi-ს გპარავთ? Wi-Fi-ის პაროლის შეცვლის გარდა, თუ იმის გაგებაც გსურთ, თუ ვინ არის "ქურდი", შეგიძლიათ გადმოწეროთ Who is on my Wi-Fi. როცა "ქურდს" ეტყვით, რომ მისი ნამოქმედარის შესახებ იცით, ძალიან შერცხვება.

9. recycle bin-დან წაშლის შემდეგაც კი შეგიძლიათ მასალების დაბრუნება კომპიუტერში. რა უნდა ქნათ, თუ ფაილების წაშლისა და "ნაგვის ყუთის" დაცარიელების შემდეგ გაიაზრებთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ წაგეშალათ? გამოსავალი არსებობს - გადმოწერეთ Recuva, რომელიც წაშლილი ფაილების აღდგენის საუკეთესო საშუალებაა. უბრალოდ, უნდა ჩაწეროთ, რა ტიპის ფაილს ეძებთ და პროგრამა მაქსიმალურად დაგეხმარებათ. თუმცა, გაითვალისწინეთ, თუ ფაილი ძალიან დიდი ხნის წინ წაშალეთ, შესაძლოა პროგრამამ ვეღარ აღმოაჩინოს.

10. თუ ასეთი სურათი დაგხვდებათ, ესე იგი თქვენს კომპიუტერს ჰაკერები ეწვივნენ. ყოველდღე მილიონობით ადამიანის კომპიუტერი "იჰაკება", ერთ დღეს შესაძლოა მათ რიცხვში თქვენც აღმოჩნდეთ. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ანტივირუსი გამორთულია, შეიძლება ეს საფრთხის პირველი ნიშანი იყოს. ასევე, თუ პაროლს შეიყვანთ კომპიუტერში და აღმოჩნდება, რომ არ მუშაობს. დაჰაკვის კიდევ ერთი ნიშანი მაუსის კურსორის თავისით მოძრაობაა. თუ ამას დაინახავთ, კომპიუტერი/ლეპტოპი მაშინვე ექსპერტთან მიიტანეთ და ერთად სცადეთ პრობლემის გადაწყვეტა.

11. Windows + C-ს მეშვეობით საუბარს იწყებთ Cortana-სთან. ადამიანებს, რომლებიც windows 10-ს იყენებენ, ციფრული რობოტი Cortana ყველაფერში ეხმარება. ის აიფონების Siri პროგრამის მსგავსია. თუ მაუსის გამოყენებით დაიღალეთ, დააჭირეთ ვინდოუსის ღილაკს და C ასოს. შემდეგ კი უთხარით "კორტანას" ნებისმიერი რამ, რაც გინდათ. ის რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ, რომ დააზუსტოს, კონკრეტულად რა გსურთ და დაგეხმარებათ.

12. Ctrl + I ტექსტის სტილს იტალიურად ცვლის. "ctrl"-ზე და ასო I-ზე დაჭერით შეიძლება 147 განსხვავებული რამ მოხდეს სხვადასხვა პროგრამაში. თუმცა, მას ყველაზე ხშირად ვორდის ფაილში მუშაობისას იყენებენ, ტექსტის სტილის შესაცვლელად. ამ ღილაკებზე დაჭერით მონიშნული ტექსტი იტალიური, დახრილი გახდება.

17 მაისს სასულიერო პირები ხატებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და მოსახლეობას დალოცავენ - საპატრიარქო

ბათუმში კორონავირუსისგან 80 წლის მამაკაცი გამოჯანმრთელდა

"ჩემი ცხოვრება ერთხელ უკვე გაჩერდა 1995 წელს და დავაბრუნებდი მანამდე პერიოდს" - ამირან გამყრელიძე