ავტორი:

უმძიმესი ავარია ვაჟა-ფშაველას გამზირზე - ავტომობილი ამწეს დაეჯახა, დაღუპულია ორი ადამიანი

უმძიმესი ავარია ვაჟა-ფშაველას გამზირზე - ავტომობილი ამწეს დაეჯახა, დაღუპულია ორი ადამიანი

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, Nissan Tiida-ს მარკის ავტომობილი სამშენებლო ამწეს დაეჯახა. შეჯახების შედეგად, ქვეითი და Nissan Tiida-ს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, "გუდვილთან" მდებარე მშენებლობასთან ამწე იდგა, რომელიც მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა სავარაუდოდ, გვიან შენიშნა, ეცადა არიდებას, მაგრამ ვერ მოახერხა და დიდი სისწრაფით შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, მანქანის მძღოლი და იქვე მდგარი 25 წლამდე ასაკის მუშაა დაღუპული.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია