ბათუმში გარდაცვლილი გოგოს ახლობლები ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდნენ

ბათუმში გარდაცვლილი გოგოს ახლობლები ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდნენ

ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე შეხვდა.

აქციის მონაწილეებმა მას გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი გოგონას მკურნალი ექიმის სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვეს.

"ექსპერტიზის დასკვნამდე მკურნალმა ექიმმა ეკა ფუტკარაძემ დაწეროს განცხადება და გადადგეს. დასკვნის შემდეგ თუ ის დამნაშავე არ აღმოჩნდება, ჩვენ ბოდიშს მოვუხდით", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ამ წუთებში, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ადმინისტრაციას ხვდება.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ახლობლებმა გზა გადაკეტეს - მათ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი