ავტორი:

როგორ იწერდნენ სურსათს ინტერნეტის საშუალებით 1990-იან წლებში?

როგორ იწერდნენ სურსათს ინტერნეტის საშუალებით 1990-იან წლებში?

„დრო ფულია“ - ეს ფრაზა 1948 წელს ცნობილმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა ბენჟამინ ფრანკლინმა თქვა და იგი დღევანდელ პერიოდს ყველაზე მეტად შეეფერება. ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, დასაქმებული ადამიანები უფრო და უფრო მოუცლელები ხდებიან. ამიტომაც ყველაზე ძვირფასი, რისი დახარჯვაც ადამიანებს აღარ სურთ, ეს სწორედ დროა. მით უმეტეს თუ ამ დროს საცობში, ბანკის, ან სუპერმარკეტში სალაროს რიგებში ვატარებთ.

ამ ფაქტორმა განაპირობა დიდწილად ის რომ მოუცლელობის დროს, ან უბრალოდ საკუთარი თავისთვის კომფორტის შექმნის მიზნით, სურსათის ონლაინ-ყიდვისა და სახლში მიტანის სერვისი მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით პოპულარული გახდა. თუმცა, ამ სერვისზე ჯერ კიდევ 2 ათეული წლის წინ დაიწყეს ფიქრი. ერთ-ერთი პირველი ონლაინ-სუპერმარკეტი 1996 წელს ამერიკაში შეიქმნა და მას Webvan-ი დაარქვეს, ანუ ინტერნეტ-ფურგონი. მომხმარებლებთან თავდაპირველად ინტერნეტით შეკვეთილი პროდუქცია მცირე ზომის ფურგონებით 30 წუთში მიჰქონდათ.

Webvan-ის სათავო ოფისი კალიფორნიის ქალაქ ფოსტერ-სიტიში მდებარეობდა, მოგვიანებით კი პროდუქციის ინტერნეტით ყიდვის ისეთი ბუმი დაიწყო, რომ ონლაინ-სასურსათო მაღაზიამ მიტანის სერვისი მრავალრიცხოვან ქალაქებშიც დაამატა, მათ შორის სან-ფრანცისკოში, ჩიკაგოში, დალასში, სან-დიეგოსა და ლოს-ანჯელესში. კომპანიამ გაყიდვების პიკს 2000 წელს მიაღწია, როდესაც გაყიდვების რაოდენობამ 178 მილიონნახევარი დოლარი შეადგინა. გაგიკვირდებათ და სწორედ ამ პერიოდში დაიბადა პირველი ონლაინ-სასურსათო მაღაზიის იდეა საქართველოშიც.

ონლაინ მაღაზია www.MoMitane.ge-ის ოფიციალურ დაბადების დღედ 2009 წლის 16 მაისი მიიჩნევა, თუმცა, ამ პროექტის განხორციელებაზე ფიქრი ჯერ კიდევ 18 წლის წინ დაიწყო. დღეს კი თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა სწრაფად და ზედმეტი ენერგიის და დროის ფლანგვის გარეშე სასურველი პროდუქცია სახლში მიიღოს. ყოველდღიურად www.MoMitane.ge-ის სერვისით მრავალი მომხმარებელი სარგებლობს თბილისის მასშტაბით. თუმცა, ეს ბაზარი მზარდია საქართველოშიც, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში.

ამერიკაში მაგალითად, გამოკითხულთა 50% განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში სურსათს სწორედ ონლაინ ყიდულობს და სალაროსთან რიგებში დგომის გარეშე, სასურველ პროდუქციას უპრობლემოდ იღებს. გამოკითხვის მიხედვით, 4-დან ყოველი 1 ადამიანი პროდუქტების ონლაინ შეძენას ანიჭებს უპირატესობას განსაკუთრებით სამუშაო საათებში, ვინაიდან მანამ ისინი სამსახურიდან სახლში მივლენ, მათ უკვე ხვდებათ საჭირო პროდუქტები სახლთან ისე, რომ ამ სიამოვნებისთვის მხოლოდ 5 წუთის დახარჯვა უწევთ.

ამ უპირატესობით სარგებლობას მომხმარებელი უკვე მიეჩვია, შესაბამისად მსოფლიოში ონლაინ სასურსათო მაღაზიების რაოდენობა იზრდება და მათ შორის კონკურენციაც. ონლაინ სასურსათო მაღაზიების სერვისი ისეთმა მსოფლიო გიგანტებმაც დაიწყეს, როგორიც მაგალითად „ამაზონი“ და „გუგლია“.

თამთა ჯიჯავაძე

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის