ავტორი:

როგორი იყო XVIII საუკუნის გეი-ბარები - სიამოვნება, რომელიც ჩამოხრჩობით ისჯებოდა

როგორი იყო XVIII საუკუნის გეი-ბარები - სიამოვნება, რომელიც ჩამოხრჩობით ისჯებოდა

ე.წ. გეი სახლებში ადამიანის "გამოჭერა" უბრალოდ საშიში არ ყოფილა - XVIII საუკუნეში ამის გამო მამაკაცებს ჩამოხრჩობა ემუქრებოდათ. თუმცა მიწისქვეშ მსგავსი საიდუმლო სახლები მაინც არსებობდა, რადგან ყველასთვის აუცილებელია, სასურველ საზოგადოებაში თავი სრულფასოვნად იგრძნოს.

1709 წელს ლონდონელი ჟურნალისტი ნედ უორდი ცდილობდა, გეი-ბარები უარყოფითად აღეწერა, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ბიჭები უბრალოდ მხიარულად ატარებდნენ დროს. „ყოველ საღამოს ერთ-ერთ პაბში მამაკაცები საჭორაოდ, ისტორიების მოსაყოლად, გართობისა და დროდადრო დასალევად იკრიბებოდნენ“ - წერდა უორდი ჰომოფობურ სტატიაში, სადაც ამ მამაკაცებს მოიხსენიებდა, როგორც „სოდომისტურად გარყვნილ ჯგუფს“.

XVIII საუკუნეში, XIX საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთში გეები ლონდონური კლუბებისა და ბარების დაკეტილ კარებს მიღმა იკრიბებოდნენ, სადაც შეეძლოთ სექსით დაკავებულიყვნენ - ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, ერთობოდნენ და სადღესასწაულო „ქორწილებსაც“ კი მართავდნენ. როგორც ისტორიკოსები, ჯეფი მერიკი და ბრაიანტ რეიგანი მიიჩნევენ, XVIII საუკუნემდე ჰომოსექსუალიზმს სხვა ცოდვებს შორის თითქმის ნეიტრალური ადგილი ეკავა. მას მოიაზრებდნენ ისე, როგორც ლტოლვას სასმელის ან აზარტული თამაშების მიმართ.

მაგრამ XIX საუკუნეში ყველაფერი შეიცვალა. 1533 წელს, დიდი ხნით ადრე, ვიდრე სიტუაცია ძალიან საშიშ სახეს მიიღებდა, ჰენრი VIII-მ გამოსცა კანონი, რომელიც ჰომოსექსუალისტების სიკვდილით დასჯას მოიაზრებდა. გარდა ერთსქესიანთა კონტაქტისა, კანონი სჯიდა ქალთან ანალური სექსითა და ზოოფილიით დაკავებისთვისაც. თავდაპირველად, როცა ეს კანონი მიიღეს, პრაქტიკაში მას თითქმის არასდროს იყენებდნენ, მაგრამ 150 წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გეების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გართულდა და ერთსქესიანთა სიყვარული სასიკვდილოდ საშიში გახდა. წაიკითხეთ სრულად

რა ფოტოები გადაიღო მარსმავალმა პლანეტაზე 7 წლის განმავლობაში? - ყველაზე საინტერესო კადრები NASA-სგან

დასაუთოვებელი და ჭუჭყიანი ტანსაცმელი მოდაში შემოდის - გლობალური დათბობის გავლენა მოდის ტენდენციებზე

როგორები იქნებოდნენ იულისიუს კეისარი, ნეფერტიტი, ნაპოლეონი თანამედროვე ეპოქაში -18 გათანამედროვებული პორტრეტი