ავტორი:

"ისე ვიცხოვრებ, როგორც შენ გინდოდა, მამ..." - რას წერს ნინი ბადურაშვილი გარდაცვლილ მამაზე

"ისე ვიცხოვრებ, როგორც შენ გინდოდა, მამ..." - რას წერს ნინი ბადურაშვილი გარდაცვლილ მამაზე

57 წლის ასაკში რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. რეჟისორი თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. ბადურაშვილი გუშინ ღამით კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გარდაცლილ მამას სოციალურ ქსელში პოსტს უძღვნის და ემოციური სიტყვებით ემშვიდობება მომღერალი ნინი ბადურაშვილი:

"დრო მოვა და ერთად ვიქნებით, მაგრამ ჯერ არა... ისე ვიცხოვრებ როგორც შენ გინდოდა მამ... მიყვარხარ და გემშვიდობები... შეხვედრამდე" - წერს ნინი ბადურაშვილი.

ერეკლე ბადურაშვილის რეჟისორობით გადაღებულია ფილმები - "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990), "თბილისი ჩემი სახლია"(1994), "კიდევ ერთი ქართული ისტორია" (2003); სცენარის ავტორია ფილმების: "ავტოპორტრეტი"(1987), "ცოდვის დღესასწაული"(1990).

2017 წელს ბადურაშვილმა დაიწყო ახალი ფილმის - “ხიდის” გადაღებები, რომელიც პირველი ქართულ-თურქული მხატვრული ფილმია. გადაღებები ბათუმში, თბილისსა და სტამბოლში მიმდინარეობდა.

"დღეს გავარკვიე ორი საინტერესო რამ..." - რას წერს ინფიცირებული ზურა ბალანჩივაძე, რომელიც კლინიკაში ძმასთან ერთად მკურნალობს

"5-6 დღე ვიყავი მსუბუქი, ჰაერის უკმარისობა, მაღალი სიცხე, სახსრების საშინელი ტკივილი და ხველა წამოვიდა მე-7 დღიდან" - ვიკა ბუკია Covid-19-ის სიმპტომებს დეტალურად აღწერს

"თუ გაციებული ხართ, გაცემინებთ და გგონიათ, რომ რისკის ქვეშ არ ხართ, ტყუილად გგონიათ..." - რას წერს პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა