ავტორი:

რა პროცედურით აღფრთოვანდნენ „გრანდ ტურის“ წამყვანები „სამ რაან სპაში“ (ფოტო+ვიდეო)

რა პროცედურით აღფრთოვანდნენ „გრანდ ტურის“ წამყვანები „სამ რაან სპაში“ (ფოტო+ვიდეო)

ცნობილი გადაცემის „გრანდ ტურის“ წამყვანები საქართველოს სტუმრობდნენ. მათი გზა საქართველოდან, კერძოდ, ბათუმიდან დაიწყო და აზერბაიჯანით დასრულდა. საქართველოში მათ უამრავი ადგილი მოინახულეს.

გადაცემის წამყვანებმა - ჯერემი კლარკსონმა, რიჩარდ ჰამონდმა და ჯეიმს მეიმ დრო დასვენებისა და რელაქსაციისთვისაც გამონახეს. ცნობილმა ტელეწამყვანებმა ქართული ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, გადაწყვიტეს, ღვინის აბაზანებიც მიეღოთ და ამისთვის ამ პროცედურით სახელგანთქმულ, რეგიონში საუკეთესო „სამ რაან სპა-ცენტრს“ ესტუმრნენ.

გადაცემის ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ „სამ რაან სპაში“ არის ჩაწერილი, როდესაც ქართულ ღვინოზეა საუბარი, ხოლო კადრში ჩანს, როგორ იღებს ღვინის აბაზანას აღფრთოვანებით ერთ-ერთი წამყვანი...

როგორც ჯერემი კლარკსონმა გადაცემის მსვლელობისას აღნიშნა: „ამერიკამ მსოფლიოს მისცა ავიაცია, გერმანიამ - ავტომობილი, ბრიტანეთმა - ინტერნეტი... მაგრამ საქართველოს წვლილი ბევრად უფრო ღრმა და მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანამ მსოფლიოს ღვინო მისცა!!!"

შეგახსენებთ, რომ „სამ რაან სპა-ცენტრი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახლავთ. ღვინის აბაზანები და სხვა პროცედურები, მათ შორის მასაჟების ნაირსახეობა, მაღალკვალიფიციური კოსმეტოლოგიური მომსახურება შესანიშნავ გარემოში შეგიძლიათ გამოსცადოთ და მიიღოთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის