ავტორი:

"ჯენიფერ ლოპესს საქმრო ღალატობს" - ბრიტანელი მოდელის მტკიცებით, როდრიგეზი სექსს სთავაზობდა

"ჯენიფერ ლოპესს საქმრო ღალატობს" - ბრიტანელი მოდელის მტკიცებით, როდრიგეზი სექსს სთავაზობდა

ალექს როდრიგესი ღალატში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს - „დეილი მეილის“ ინფორმაციით, „ფლეიბოის“ ბრიტანელი მოდელი ამტკიცებს, რომ ბეისბოლისტმა ლოპესზე ნიშნობამდე რამდენიმე კვირით ადრე მას სექსი შესთავაზა.

ზოი გრეგორის თქმით, 43 წლის სპორტსმენმა „ტელეფონი აუფეთქა“ მესიჯებით, სადაც ჯგუფურ სექსს სთავაზობდა, უგზავნიდა თამამ ფოტოებს და პირადად შეხვედრას სთხოვდა.

44 წლის მოდელის მტკიცებით, მიმოწერა როდრიგესმა გასული წლის 26 დეკემბერს დაიწყო და 2019 წლის 22 იანვარს დაასრულა. ექვსი კვირის შემდეგ კი, 9 მარტს სპორტსმენმა ჯენიფერ ლოპესს ხელი სთხოვა და 4.5 მლნ დოლარის ღირებულების ბეჭედი აჩუქა.

მოდელი ჰყვება, რომ ალექსი მას შეხვედრას სთხოვდა, სადაც გრეგორის ჯგუფური სექსისთვის მეგობრებიც უნდა მიეყვანა.

„ჯენიფერ ლოპესი არაჩვეულებრივი ქალია და ამას არ იმსახურებს. მაშინ, როდესაც ჯენიფერზე დაქორწინებას გეგმავდა, როდრიგეზი მიგზავნიდა სექსის ვიდეოებს და მთხოვდა, მეგობრებთან ერთად შევხვედროდი,“ - ამბობს გრეგორი გამოცემასთან The Sun.

“ფლეიბოის“ მოდელი არ არის პირველი, ვინც ბეისბოლისტი საყვარელი ქალის ღალატში დაადანაშაულა - როდრიგეზისა და ლოპესის ნიშნობიდან რამდენიმე საათის შემდეგ ყოფილმა ბეისბოლისტმა ხოსე კანსეკომ განაცხადა, რომ როდრიგესს მის ცოლთან ჰქონდა რომანი.

"მოდელებს ისე ექცევიან, როგორც მონებს" - თაკო ნაცვლიშვილი სამოდელო ბიზნესში არსებულ პრობლემებზე: რას წერს მოდელი?

ჯენიფერ ლოპესი ძველ სიყვარულს დაუბრუნდა? - რა ხდება ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს შორის 17-წლიანი განშორების შემდეგ (პაპარაცული ფოტოები)

ირაკლი მაქაცარიამ აღდგომის დღესასწაული შეყვარებულთან ერთად გაატარა - წყვილი გულშემატკივრებს ახალ ფოტოებს უზიარებს