ავტორი:

12 დამაინტრიგებელი დასაწყისი თრილერის მოყვარულებისათვის ანუ წიგნი წიგნებზე

12 დამაინტრიგებელი დასაწყისი თრილერის მოყვარულებისათვის ანუ წიგნი წიგნებზე

დღევანდელ ქაოსურ რეჟიმში მცხოვრები თანამედროვე ადამიანისათვის წიგნის კითხვა ერთგვარი განტვირთვის საშუალებაა. ბევრი ჩვენგანი არჩევს თავისუფალი დროის გატარებას საყვარელი წიგნის პერსონაჟებთან ერთად.

თითოეული ჩვენგანის ინტერესები განსხვავებულია. ზოგის მგრძნობიარე, რომანტიკული ნატურა რომანების კითხვით ამჯობინებს თავის შექცევას, ზოგს ფანტასტიკის ჟანრი იტაცებს, ზოგსაც თრილერის დაძაბული, მძაფრი სიუჟეტი ხიბლავს.

საშიში, ჩახლართული ისტორიები და მისტიკა, რომელიც თრილერის ჟანრის წიგნებს გასდევს, გვაინტრიგებს და ინტერესს გვიმძაფრებს. თითოეული გვერდი თითქოს გზაა მოულოდნელ ფინიშამდე, რომელსაც დიდი მოლოდინით ვუახლოვდებით.

მძაფრი შეგრძნებების მოყვარული მკითხველისათვის გამომცემლობა „პალიტრა L-ს“ სასიამოვნო სიახლე აქვს. იგი გვთავაზობს წიგნ - თრეილერს, ერთგვარ კატალოგს, რომელიც თრილერის მოყვარულებს არჩევანის გაკეთებას უმარტივებს.

წიგნი-კატალოგი მკითხველს, საშუალებას აძლევს, აარჩიოს სასურველი წიგნი „ტოპ თრილერის“ სერიიდან და შეიძინოს იგი ფასდაკლებით. კატალოგში წარმოდგენილია სერია „ტოპ თრილერის“ 12 წიგნის დასაწყისი რამდენიმე თავი და რაც მთავარია, ამ თორმეტივე თრილერის ფასდაკლების კუპონი.

აქ შედის ისეთი ჩამთრევი და დაძაბული სიუჟეტის მქონე წიგნები, როგორებიცაა გილიან ფლინის „გაუჩინარებული ქალი“; უოტსონის „სანამ დავიძინებ“; ასევე, სტივენ კინგის, იუ ნესბოსა და რობერტ გელბრეითის იგივე, ჯოან როულინგის თრილერები.

იმისათვის, რომ სასურველი წიგნები ფასდაკლებით შეიძინოთ, საკმარისია, ამოჭრათ კუპონი და წარადგინოთ წიგნის მაღაზიაში.

თრილერის მოყვარული მკითხველებისათვის ეს კატალოგი საკუთარი თავისთვის გაკეთებული საუკეთესო საჩუქარია. მით უმეტეს, რომ წიგნში შესული ფასდაკლების კუპონების გაზიარება მეგობრებისთვისაც შესაძლებელია.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს