ავტორი:

როგორია მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები და როგორ უნდა დაეუფლოთ მათ

როგორია მომავლის მაღალანაზღაურებადი პროფესიები და როგორ უნდა დაეუფლოთ მათ

საოპერაციო მენეჯერი, პროგრამული დეველოპერი, კომპიუტერული სისტემების ანალიტიკოსი და მენეჯერი, ბუღალტერი და აუდიტორი, პერსონალური ფინანსური მრჩეველი, ბაზრის მკვლევარი და მარკეტერი - ეს ნაწილია იმ პროფესიებისა, რომლებიც businessinsider-მა მომავლის პროფესიებად დაასახელა. თითოეულ ამ პროფესიაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, იზრდება ანაზღაურებაც. სწორედ ამიტომ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები უფრო აძლიერებენ და აფართოებენ ამ მიმართულებების სასწავლო პროგრამებს.

კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც თანამედროვე განათლების სისტემაში ფიქსირდება და მომავლის პროფესიების გაძლიერებას უწყობს ხელს, არის ორი მიმართულების შერწყმა და ერთ სასწავლო პროგრამად ჩამოყალიბება.

ქართულ ბაზარზე ასეთი სიახლე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ორი წლის წინ შემოიტანა. როგორც უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, მათ კარგად შეისწავლეს დასაქმების ბაზარი და აღმოჩნდა, რომ მენეჯერი ტექნოლოგიური უნარების გარეშე ვერ ახერხებდა, საქმის მაღალ დონეზე მართვას.

სწორედ ამიტომ მათ შექმნეს ფაკულტეტი, სადაც მენეჯმენტი და ტექნიკური საგნები ერთმანეთთან კავშირში ისწავლება და სტუდენტებს სწორედ იმ სახის ცოდნას აძლევს, რომელიც მათ მომავალში მაღალი რგოლის წარმატებულ მენეჯერებად და მმართველებად აქცევს.

„ჩვენ ძირითადი და მეორადი პროგრამები ისე გადავანაწილეთ, რომ საბოლოოდ ჩვენმა სტუდენტენებმა მიიღონ განათლება, რომელიც მათ წარმატებულ კარიერას უზრუნველყოფს. ჩვენთან სასწავლო პროგრამები მეწარმეობაზე დაფუძნებულ სწავლებაზეა ორიენტირებული. ეს ნიშნავს, ნებისმიერი დისციპლინის სტუდენტისთვის, ინოვაციური პოტენციალის წახალისებას, მეწარმეობისა და მენეჯმენტის საბაზო უნარ - ჩვევების განვითარებას და მის ადაპტირებას ლოკალურ და საერთაშორისო ბაზრებზე, სტუდენტისთვის პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს გარემოსთან სწრაფ ადაპტირებასა და დასაქმებაში. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფილია ისე, რომ ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი, მაინორ პროგრამის ფარგლებში შეისწავლის საინფორმაციო ტექნოლოგიებს, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების სტუდენტი, მაინორ პროგრამის ფარგლებში ისწავლის ბიზნესის ადმინისტრირების ძირითად ფუნქციონალურ საკითხებს. სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი მაღალკვალიფიცური მენეჯერებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართლების სპეციალისტების ჩამოყალიბება,“ - განმარტავს ნინო ენუქიძე.

მისივე განმარტებით, სწავლების ასეთმა ფორმატმა დადებითი შედეგი უკვე გამოიღო. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტების პირველ და მეორე კურსელებმა უკვე შექმნეს არაერთი სტარტაპი, რომელსაც მენეჯმენტსაც თავად უწევენ და ტექნოლოგიურ მხარესაც თვითონ უზრუნველყოფენ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აბიტურიენტებსა და სტუდენტებს პროფესიის არჩევასა და კარგი განათლების მიღებაში რომ ეხმარება, ამას ადასტურებს ახალი პროექტი „მომავლის პროფესიები“. ეს არის საქართველოს ყველა აბიტურიენტისთვის შექმნილი სოციალური პროექტი, რომელიც გააცნობს მათ მომავლის ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში, გაუზიარებს უახლეს ბიზნესლიტერატურას, ჩართავს აბიტურიენთა სტარტაპ კონკურსში და გაუხსნის წვდომას ინგლისური ენის შესწავლის უფასო პლატფორმაზე. პროექტი ინიცირებულია გამომცემლობა „პალიტრა L-ის“, პროექტის„ლურჯი ოკეანე“ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ. აბიტურიენტები გაეცნობიან "ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოცემულ უახლეს ბიზნესლიტერატურას, რაც მათ პროფესიულ და პიროვნულ ზრდას შეუწყობს ხელს.

პროექტის ფარგლებში აბიტურიენტები გაეცნობიან მკვლევარებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებებსაც, რომლებიც ერთხმად ადასტურებენ, რომ მომავალის პროფესიები ერთ საქმეში რამდენიმე მიმართულების გაერთიანებას გულისხმობს. ეს კი ის იმ ფაქტორებს შორის უპირველესია, რომელიც აბიტურიენტმა მომავალი პროფესიის არჩევისას უნდა გაითვალისწინოს.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი