ავტორი:

"მდგომარეობა დამძიმდა, გადავარჩინოთ ახალგაზრდა დედა" - 34 წლის თიკო გე­ლაშ­ვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მდგომარეობა დამძიმდა, გადავარჩინოთ ახალგაზრდა დედა" - 34 წლის თიკო გე­ლაშ­ვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

34 წლის თიკო გელაშვილს, რომელსაც 2016 წელს თირკმლის სარკომა დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას "ფეისბუქზე" თიკოს მეგობრები და ოჯახის წევრები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, თიკოს მდგომარეობა ბოლო დღეებში გართულდა და აუცილებელია სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდეს თურქეში, რაც 70 ათასი ევრო ჯდება.

"ჩვენს საუკეთესო მეგობარს, მარიამის ახალგაზრდა დედას, ყველასთვის საყვარელ თიკოს, ისე როგორც არასდროს სჭირდება დახმარება. 2016 წელს დაუდგინდა თირკმლის სარკომა. ჩაუტარდა ოპერაცია და ამოიკვეთა სიმსივნე. 1 წლის შემდეგ მარჯვენა ბარძაყში აღმოაჩნდა მეტასტაზი. გაუკეთდა სხივური თერაპიები, რის შედეგადაც დაზიანდა ნერვი. ამასობაში ძვალიც დანერკოზდა. გაუკეთდა ოპერაცია ძვალზე. სამწუხაროდ, სიმსივნე ძალიან აქტიურობს... გუშინ გაუკეთდა გადაუდებელი ოპერაცია და ფეხის რბილი ქსოვილიდან სიმსივნე ამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ მეტასტაზი გადასულია ძვალზე. საქართველოში თიკოსთვის მედიცინა უძლურია. სასწრაფოდ ესაჭიროება უცხოეთში გადაყვანა. ბევრი მკურნალობის გამო ამოწურულია ყველანაირი დაფინანსებისა და დაზღვევის ლიმიტი. ოჯახს მხოლოდ საზოგადოების დახმარებების იმედი აქვს"- ნათქვამია მეგობრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ "ვითიბი" ბანკის ანგარიშზე GE27VT1000001300964506, მიმღები: თინათინ გელაშვილი

თიკოსთვის ანგარიში გახსნილია "საქართველოს ბანკშიც" - GE18BG0000000160910682, მიმღები - მედეა პეტრიაშვილი

ასევე შეგიძლიათ დარეკოთ მაგთიდან ან ბილაინიდან ნომერზე: 0901701478

ახალგაზრდა დედის დასახმარებლად "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი გაერთიანდა

42 ათასი ლარი 3.5 თვეში - რა ქონებით ტოვებს საპენსიო სააგენტოს ლევან სურგულაძე

ტემპერატურა 17 გრადუსამდე მოიმატებს - მომდევნო დღეები უნალექო ამინდი იქნება

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა "ფეისბუქიდან" წაშალა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელბს ცემაში ადანაშაულებდა