ავტორი:

7 წესი, რომლის შესრულების შემთხვევაში მანქანა დიდხანს მოგემსახურებათ, ხარჯი კი ნაკლები გექნებათ

7 წესი, რომლის შესრულების შემთხვევაში მანქანა დიდხანს მოგემსახურებათ, ხარჯი კი ნაკლები გექნებათ

გამოცემა „ბიზნესინსაიდერი“ მკითხველს 7 მთავარ წესს სთავაზობს, რომელიც ავტომფლობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს, თუ სურს, გაუხანგრძლივოს ავტომობილს სიცოცხლე და შესაბამისად, ნაკლებად იზარალოს ფინანსურად.

როგორც გამოცემა წერს, ყოველწლიურად ახალი ავტომობილების ფასი იზრდება, ამის მაგალითად კი ამერიკის ბაზარი მოჰყავს, სადაც თებერვალში ახალი ავტომობილის საშუალო ფასმა 36,500 დოლარი შეადგინა. ეს კი ერთი წლის წინანდელ მონაცემზე 1,000 დოლარით მეტია.

სწორედ ამიტომ, გავლენიანი გამოცემა მძღოლებს რამდენიმე რჩევას აძლევს:

1. მიჰყევით მწარმოებლის ინსტრუქციას. ავტომფლობელებმა ყოველწლიურად უნდა გაიარონ ტექნიკური შემოწმება, გააკონტროლონ ხუნდებისა და სითხის მდგომარეობა. ხოლო ყოველ 25,000 კმ-ზე გამოცვალონ ზეთი.

2. საბურავის წნევა: რეგულარულად შეამოწმეთ წნევა საბურავში და ეცადეთ, ის მუდმივად ოპტიმალურ დონეზე იყოს. ამის გაკეთებას გირჩევთ თვეში ერთხელ. ეს აგარიდებთ ნაადრევად ცვეთას.

3. დარწმუნდით, რომ მცირე ხარვეზები მოგვარებული გაქვთ. უმნიშვნელო პრობლემების შემჩნევისას ის აუცილებლად უნდა მოაგვაროთ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ შემდგომი გართულებები. ჯობია პრობლემა მალევე მოგვარდეს, ვიდრე მან სხვა, დიდი პრობლემები წარმოშვას.

4. ხშირად ჩაატარეთ ვიზაულური ინსპექტირება უბრალოდ, მისი წრიულად შეთვალიერებით და ასევე, ძრავის ნაწილში. ასე შეგიძლიათ ნახოთ, ჟონავს თუ არა სადმე რაიმე ტიპის სითხე. იხილეთ ვრცლად

20%- იანი ქეშბექი თეგეტასგან

Bocuse d'Or Georgia-ს მთავარი კერძი ცნობილია

12 საჯარო სკოლა, სადაც  პედაგოგთა გამოცდების გამო, არდადეგები გამოცხადდება