ავტორი:

რა გზებს მიმართავენ სამშენებლო კომპანიები, იპოთეკური სესხების გაცემის გამკაცრების შემდეგ, რომ ბინების გაყიდვები არ შემცირდეს

რა გზებს მიმართავენ სამშენებლო კომპანიები, იპოთეკური სესხების გაცემის გამკაცრების შემდეგ, რომ ბინების გაყიდვები არ შემცირდეს

თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დედაქალაქში დღეს 179 დაუსრულებელი მშენებლობაა. თუმცა სამშენებლო კომპანია "ახალი თბილისი" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათი რაოდენობა კიდევ ერთით არ გაიზარდოს. უფრო მეტიც მაშინ როდესაც კომპანიების ნაწილი შენობის ექსპლუატაციაში შეყვანას უკვე ათეულობით წელია ცდილობს "ახალი თბილისის" გლდანში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის ორმა კორპუსმა აღნიშნული ნებართვა საკმაოდ მალე 3 თვეში მიიღო.

რა პროექტების განხორციელებას აპირებს კომპანია და როგორ აისახება მათ მიერ წარმოებულ სამუშაოებზე ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებული რეგულაციები, რომლებიც იპოთეკური სესხის აღებას ამკაცრებს. აღნიშნული კითხვებით Ambebi.ge-მ კომპანიის დირექტორს გიორგი სარქისიანს მიმართა

- როდის შემოხვედით საქართველოს სამშენებლო ბაზარზე და როგორ შეიცვალა ბაზარზე არსებული გარემო ამ წლების განმავლობაში ?

- საქართველოს ბაზარზე 2016 წლის დასაწყისში შემოვედით. პირობები მაშინ საკმაოდ ხელსაყრელი და კარგი იყო. მოცემული მომენტისთვის ისინი ოდნავ შეიცვალა და, ჩვენი მოსაზრებით, ეს განპირობებულია ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით, რის გამოც გაყიდვები არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ყველა სფეროში შემცირდა. კონკრეტული სტატისტიკური მონაცემებით რომ ვისაუბროთ, გასული წლის იანვართან შედარებით გაყიდვები 50%-ით შემცირდა, თებერვალთან შედარებით კი 70%-ით.

თუ ქვეყანაში სიტუაცია არ შეიცვლება და არ შემსუბუქდება ის პირობები, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა იპოთეკის გაცემის გამკაცრებასთან დაკავშირებით მიიღო, ჩვენი კომპანია ყველა შემთხვევაში განაგრძობს კლიენტების მხარდაჭერას იმისთვის, რომ მათ შეძლონ კრედიტის მიღება ან, უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ თავად გავცემთ კრედიტებს. ამჟამად სახლის მშენებლობის პერიოდში კლიენტებს განვადებას ვაძლევთ, მომავალში კი, ალბათ, ჩვენ თავად შევთავაზებთ კრედიტებს. არც ერთ შემთხვევაში ჩვენს კლიენტებს დახმარების გარეშე არ დავტოვებთ და კომპანია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მომხმარებელმა საცხოვრებელი ფართის შეძენა შეძლოს.

- რა ეტაპზეა ახლა თქვენი პროექტის განხორციელება და რამდენად გრძელვადიანია თქვენი გეგმები საქართველოში?

- მოცენული მომენტისთვის საცხოვრებელი კომპლექსის 2 კორპუსი (29 500 კვ.მ) უკვე ავაშენეთ,ამ წლის დეკემბრისთვის დავასრულებთ მე-3 კორპუსის (16 600 კვ.მ) მშენებლობას , 2020 წლისთვის კი მე-4 კორპუსის (16 600) მშენებლობას. ახლა ვაკეთებთ მეხუთე კორპუსის პროექტს (14500 კვ.მ), რომელიც 2021 წელს აშენდება.

რა თქმა უნდა, იყო გარკვეული მცირე სირთულეები, თუმცა ,მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი გუნდი გაუმკლავდა ყველა სიძნელეს და ახლაც ჩვენ ბინათმფლობელებთან დიალოგის რეჟიმში ვცდილობთ ყველა შესაძლო პრობლემის მოგვარებს.

თუმცა არ ვაპირებთ ამ პროექტზე გაჩერებას და ვგეგმავთ საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის გაგრძელებას. კომპანიას საკუთრებაში გააჩნია გარკვეული მიწის ბანკი, რომელზედაც კიდევ ერთი დიდი კომპლექსური მშენებლობის დაგეგვმა და აშენება შესაძლებელია (დაახლოებით, 70 ათასი კვადრატული მეტრის საცხოვრებელი და საოფისე ფართების მოცულობით). თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც იმაზე დამოკიდებული ექნებათ თუ არა მომხმარებლებს საცხოვრებელი ფართის შეძენის შესაძლებლობა.

ჩვენ მიზანი არ არის დღეს რაღაც მოგების მიღება და შემდეგ ბაზარის დატოვება, საკმაოდ გრძელვადიანი სტრატეგია გვაქვს.

- რატომ გადაწყვიტეთ მშენებლობის გლდანში დაწყება და არა დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ რაიონში ?

- გლდანი ძალიან სწრაფად მზარდი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია თბილისში. რაც შეეხება ცენტრალურ რაიოენებს იქ არის დარჩენილი ცალკეული ტერიტორიები, სადაც ცალკე ერთეული კორპუსის აშენებაა შესაძლებელი, თუმცა კომპანნიის ჩანაფიქრი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ ხელმისაწვდომი და ღირსეული საცხოვრებელი ხელსაყრელ ფასად . ეს არის კომპლექსი , რომელიც საკუთარ თავში გულისხმობს რეკრიაციულ ზონებს , კომერციულ და საოფისე ფართებსაც -ანუ, მაცხოვრებელს ყველაფერს შევთავაზებთ ერთ სივრცეში.

ასევე, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ჩვენი პატარა ბინადრების ინტერესებსა და სურვილებს და მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი მოვაწყვეთ. როდესაც მშენებლობა დასრულდება აქ იქნება კიპაროსების უზარმაზარი ხეივანი და ზოგადად ვამაყობთ იმით, რომ ტერიტორიაზე არსებული ყველა ხე შევინარჩუნეთ. ასევე ვაპირებთ აქ სხვადასხვა რეკრექაციული და დასასვენებელი ზონების მოწყობას. ჩვენ გვსურდა რომ ეს ერთიანი კომპლექსი ყოფილიყო და ამის შეთავაზება მხოლოდ ისეთ რაიონში შეგვიძლია როგორიც გლდანია.

- რატომ უნდა შეაჩეროს მომხმარებელმა არჩევანი თქვენს კომპანიაზე ?

ჩვენს კლიენტებს გაცილებით უფრო ხარიასხიან პროდუქტს ვთავაზობთ და ეს ეხება როგორც მოპირკეთებას, ასევე სამშენებლობა მასალასა და ტიხრებს. ძალიან ცოტა კომპანია თუ იყენებს იმავე „ბედეგი“ს ბლოკს, რომელიც ჩვეულებრივზე გაცილებით ძვირი ღირს. ამასთანვე, ჩვენი კორპუსების ფასადის ნაწილი ტრავერტინით არის მოპირკეთებული, აივნები შემინულია, რაც ქალაქის იერსახეშიც კარგად ჯდება თუმცა საკმაოდ ძვირია. ასევე ფოიე, რომელიც სხვა კორპუსების შემთხვევაში სულ რამდენიმე კვადრატულ მეტრს შეადგენს, ჩვენი კორპუსების შემთხვევაში საკმაოდ ფართოა და ასევე მოპირკეთებულია ბუნებრივი ქვით. ამასთანავე, გვაქვს იატაკიდან ჭერამდე ვიტრაჟები, რაც შენობას განსაკუთრებულ იერს სძენს. აქვე გასათვალისწინებელია მანძილი მეტრომდე, რაც საკმაოდ მცირეა და მიწისქვეშა კეთილმოწყობილი პარკინგი.

გარდა ამისა, ჩვენმა კომპიანიამ საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი გაიღო მშენებლობის დაწყებამდე ნიადაგის შესასწავლად, რაც აფსოლუტურად მაღალ დონეზე გავაკეთეთ. ჩავატარეთ, როგორც სეისმოლოგიური, ასევე გრუნტის გამოკვლევები, ეს უსაფრთხოების მიზნით გავაკეთეთ და ახლა ჩვენი შენობები 8-9 ბალიან მიწისძვრას უძლეს. ვიმედოვნებ აქ არაფერი მსგავსი არ იქნება თუმცა შენობა მაინც ასეთ სიმძლავრეზეა გათვლილი. რაც შეეხება უსაფრთხოების სხვა ნორმებს, ყველაფერი, რაც რეგულაციებით არის მოთხოვნილი ჩვენი კორპუსების შემთხვევაში ყველაფერი მაქსმალურად გათვალისწინებულია.

ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ჩვენ მიერ გაწეული დამატებითი ხარჯები არანაირად არ აისახება კლიენტებისთვის შეთავაზებულ ფასებზე და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ მათ ვაძლევთ შესაძლებლობას საცხოვრებელი ფართი იმაზე გაცილებით იაფად შეიძინონ ვიდრე სხვაგან.

აქვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, კარგი რეპუტაციის შესანარჩუნებლად, რადგან, როგორ უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, გვინდა, რომ 30-40 წლის შემდეგ აქ რომ გავივლით, სიამაყით ვთქვათ, რომ ეს ოდესღაც ჩვენ ავაშენეთ.

ავტორი: სალომე აბულაშვილი

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის