ავტორი:

გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირება უკვე შესაძლებელია - ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს უახლესი ტექნოლოგია შეემატა

გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირება უკვე შესაძლებელია - ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს უახლესი ტექნოლოგია შეემატა

მსოფლიო გლაუკომის კვირეულთან დაკავშირებით „ნიუ ჰოსპიტალსში“ უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატის, „დიოფსისის“ ელექტრორეტინოგრაფის პრეზენტაცია გაიმართა. მოხსენება წარადგინა ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა ოლეგ გოლოვაჩოვმა, რომელმაც გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

როგორც მედიცინის დოქტორი ოლეგ გოლოვაჩოვი განმარტავს, გლაუკომა არის ორივე თვალის ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია მუდმივი ან პერიოდული წნევის მომატება, მხედველობის ველის დამახასიათებელი ცვლილებები და მხედველობის ნერვის პროგრესული დისტროფია. იგი ხასიათდება ბადურას განგლიური უჯრედებისა და მათი აქსონების დაკარგვით. გლაუკომა აქტუალური პრობლემაა, რამდენადაც მან შესაძლოა გამოიწვიოს თვალში შეუქცევადი ცვლილებები მხედველობის მნიშვნელოვან დაქვეითებამდე და სიბრმავემდე. დაავადების დროული გამოვლინება კი დაავადების მართვის და მხედველობის ფუნქციის ხანგრძლივად შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ადრეულ სტადიაზე გლაუკომის დიაგნოსტირება აქამდე გართულებული იყო. ამიერიდან, ულტრათანამედროვე ელექტრორეტინოგრაფის, „დიოფსისის“ მეშვეობით შესაძლებელია დიაგნოზის დასმა განგლიურ უჯრედების აპოპტოზის განვითარების დაწყებით სტადიაზე ანუ - პრეგლაუკომის დიაგნოსტირება. აღნიშნული სადიაგნოსტიკო მოწყობილობა გლაუკომის ადრეულ ეტაპზე დადგენას შესაძლებელს ხდის და გლაუკომის რისკის მქონე პაციენტების აღმოჩენას მნიშვნელოვნად ამარტივებს. შესაბამისად, ზრდის გლაუკომის პრევენციის შესაძლებლობას.

ბატონო ოლეგ, რა არის „დიოფსისის“ ელექტრორეტინოგრაფი?

„დიოფსისის“ ელექტრორეტინოგრაფი გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირების ულტრათანამედროვე საშუალებას წარმოადგენს და „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში უკვე ხელმისაწვდომია. ამ ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით ნიუ ჰოსპიტალსს „დიოფსისის“ წარმომადგენელი მარკ დევისი ეწვია და სამედიცინო პერსონალს მნიშვნელოვანი კონსულტაცია გაუწია. ეს უახლესი ტექნოლოგია წარმატებით გამოიყენება ბადურის, მხედველობის ტრაქტის და თავის ტვინის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მართვის პროცესშიც.

ელექტრორეტინოგრაფია არის მხედველობის სადიაგნოსტიკო არაინვაზიური, თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ელექტრორეტინოგრაფიის საშუალებით ახდენს გლაუკომის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებას და იძლევა დეტალურ ინფორმაციას პაციენტის მხედველობის შესახებ.

რა პარამეტრების შეფასებით არის შესაძლებელი ადრეული გლაუკომის დადგენა?

დანადგარი ზომავს მხედველობის სისტემის ელექტრო აქტივობას, რაც აქამდე შეუძლებელი იყო სხვა ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკის ტექნოლოგიებით. თვალში მოხვედრილი სინათლე გარდაიქმნება ელექტროენერგიად და ოპტიკური ნერვის გავლით ხვდება ტვინის იმ ნაწილში, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმგებელი. დანადგარი ზომავს სიგნალის სიჩქარეს და სიძლიერეს მთელი გზის მანძილზე, რომელსაც სინათლე გაივლის. შესაბამისად, დანადგარის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს რამდენად მყარი კავშირია თვალებსა და ტვინს შორის.

ეს ტექნოლოგია ხელსაყრელია მხედველობის სხვადასხვა დარღვევის დასადგენად და მისი საშუალებით უკვე შესაძლებელია დავაკვირდეთ როგორც დაავადების პროცესის დინამიკას, ასევე მკურნალობის კორელაციას.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ გლაუკომის დიაგნოსტირების შესახებ?

გლაუკომის გამოვლენა ადრეულ და შორსწასულ სტადიებზე, როგორც წესი სიძნელეს არ წარმოადგენს და არ საჭიროებს დამატებითი კვლევების დიდი მოცულობით ჩატარებას, ვინაიდან ამ დროს არის გლაუკომის პროცესის კლინიკური ნიშნების მანიფესტაცია. გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკის მიზანს წარმოადგენს გლაუკომის გამოვლენა ატროფიული პროცესების განვითარებამდე მხედველობის ნერვის დისკოში, ბადურაზე და ბადურის განგლიურ უჯრედებში.

თვალშიდა წნევა წარმოადგენს გლაუკომის ოპტიკური ნეიროპათიის მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს. თვალშიდა წნევის დაქვეითება მნიშვნელოვნად ამცირებს გლაუკომის განვითარების და პროგრესირების საშიშროებას. მისი დაქვეითება და მდგრადი ნორმალიზაცია რჩება გლაუკომის მკურნალობის ერთ-ერთ ამოცანად.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში, ოფთალმოლოგთან კონსულტაციისა და კვლევებისთვის ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე: 2 190 190. ინფორმაცია სამედიცინო სერვისებისა და ექიმების შესახებ ხელმისაწვდომია საიტზე www.newhospitals.ge

გსურს მოიხსნა სათვალე?

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი