ქალი, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, ქირურგიის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, 33 წლის ქალის მდგომარეობა სტაბილურია და მას რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.
პაციენტი ქირურგიის ცენტრში ხაშურის საავადმყოფოდან გადაიყვანეს, სადაც ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. დანით მიყენებული ჭრილობების გამო პაციენტს არაერთი ორგანო აქვს დაზიანებული.
შემთხვევა 24 მარტს ხაშურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სალონში მოხდა. 33 წლის მამაკაცმა მეუღლეს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ქალი სალონში სტილისტად მუშაობდა. ბრალდებული დაკავებულია.