ავტორი:

"გვიკამათია იმაზე, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს..." - გვანცა დარასელიას გულახდილი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე

"გვიკამათია იმაზე, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს..." - გვანცა დარასელიას გულახდილი ინტერვიუ ოჯახურ ცხოვრებაზე

ქალურ ამბებზე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ვესაუბრეთ, რომელიც მოგეხსენებათ, საცხოვრებლად მცხეთაში გადავიდა. გავარკვიეთ, რის გამო კამათობს მეუღლესთან, ჰქონია თუ არა კრიზისული პერიოდი ცოლქმრულ ურთიერთობაში, რა ეშმაკური ხერხი მოიფიქრეს მან და მისმა მეგობრებმა, რომ ოჯახურ ცხოვრებასთან ერთად, არც მეგობრებთან ურთიერთობის დანაკლისი ჰქონოდათ...

- სხვათა შორის, ეგ დრო მახსოვს: "გუშინ უშნო ვიყავი, დღეს არა მიშავს" - დაახლოებით ასეთი დღე მქონდა. თან, იმ დღეს ბევრი კომპლიმენტი მივიღე. მიზეზი არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს - ერთი ჩვეულებრივი დღე იყო (მოზარდი გახლდით). უბრალოდ, მაშინ პირველად ვიგრძენი თავდაჯერებულობა, თორემ მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მეუბნებოდნენ, - რა ლამაზი ხარო, თავს ლამაზად საერთოდ არ მივიჩნევდი. როცა ადამიანი საკუთარ გარეგნობას შეჩვეული ხარ, ვერ აღმოგხდება - ვაიმე, რა ლამაზი ვარო. ამბობენ, კარგია, რომ შენს თავს კომპლიმენტი უთხრაო, მაგრამ ჩემს გარეგნობაზე ასე "ჩაციკლული" არ ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა ქათინაურს გეუბნებიან.

- ზრდასრულობისას გქონია პერიოდი, როცა გიფიქრია, უშნო ვარო?

- კი, როგორ არა! უიღბლო დღე ყველას აქვს, როცა ადამიანს თმა საშინლად გაქვს, მაკიაჟი არ მოგწონს, თავს ცუდად გრძნობ, არც შენი სხეულის ფორმები მოგწონს... როგორც ყველა ქალს, ასეთი შემთხვევები მეც მქონია, მაგრამ პირიქითაც ყოფილა და მერე ერთი მეორეს აბალანსებს.

- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევ?

- თავს ყოჩაღ ქალად უფრო მივიჩნევ, ვიდრე ძლიერად. იცი, რატომ? ჩემი ძლიერების გადამწყვეტი გამოცდა ჯერ არ ყოფილა, რადგან ოჯახშიც გამიმართლა ("ზურგი" ყოველთვის მყავდა) და მეუღლეშიც (და "ზურგი" ახლაც მყავს). საკუთარ თავზე დიდი ტვირთის აღების გამოცდილება არ მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ რამეს ვაგვარებ: ოჯახურ საქმეებს, ბავშვების აღზრდას, მაგრამ მაინც მგონია, რომ სიტყვა "სიყოჩაღე" უფრო შემეფერება, ვიდრე "ძლიერება". ძლიერი აბსოლუტურად ყველა შეიძლება იყოს: ბავშვიც, ქალიც, კაციც...

- ოჯახის შექმნის მერე, შენს სამეგობროს ხშირად ხვდები?

- კი, ასეთი სამეგობრო მყავს. თან, ეშმაკური რაღაც მოვიფიქრეთ: იმ დასახლებაში, სადაც საცხოვრებლად გადავედით, ჩვენმა ბევრმა მეგობარმა იყიდა სახლი. ასე რომ, მეგობრები მეზობლებიც გავხდით. ამიტომ მათთან ურთიერთობის დანაკლისი აბსოლუტურად არ მაქვს, რადგან ხან ერთთან ვიკრიბებით, ხან - მეორესთან, ამ მხრივ გაგვიმართლა. პრიორიტეტები ისე ლაგდება, რომ ადამიანს მაინც სახლში მიგეჩქარება - მხოლოდ ბავშვებზე ზრუნვა ხომ არაა საჭირო? მეუღლესაც მეუღლისგან არანაკლები ყურადღება სჭირდება, როგორც მაგალითად - ბავშვებს, სამსახურს... დღის განმავლობაში ხანდახან ოთხად ვერ გაიჭრები, რომ მეგობრებიც ნახო, იმუშაო კიდეც, ბავშვებზეც იზრუნო და ყურადღება არც მეუღლეს მოაკლო. ამიტომ სამეგობროს შეკრება კვირაში ერთხელ თუ გამოგვივიდა, კარგია.

- ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისული პერიოდი გქონია?

- კი, კრიზისული სიტუაცია ყველა ურთიერთობაშია. ეს განსაკუთრებით მაშინ დგება, როცა წყვილი რაღაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვერ თანხმდება. ასეთი სიტუაცია ჩვენც გვქონია, თუმცა გადაგვილახავს - სხვა რაღაცები გადაწონის ხოლმე: 1-2 დღე გავიბუტებით და მერე ვრიგდებით, როგორც ყველა.

- კამათისას ძირითადად, ვინ თმობს?

- "დათმობა" რას ნიშნავს? თუ ამბობ, ვუთმობო, მაშინ აღარც უნდა ეკამათო ადამიანს. როცა ეკამათები, გინდა თუ არა, უკვე კონფლიქტია - დათმობაც აღარ გამოდის. ბოლოს, უკვე ძალიან მაგრად რომ იჩხუბებ, დათმობას აზრი აღარ აქვს (იღიმის). ამიტომ ან საერთოდ უნდა დაუთმო და "გაატარო", რაც შენთვის მიუღებელია, ან - ბოლომდე უნდა შეუტიო. სიტუაციას გააჩნია, მაგრამ ბევრჯერ დამითმია.

- ძირითადად, თქვენი კამათის საგანი რა არის?

- მაგალითად, გენდერული საკითხები.

- ანუ?

- ანუ გენდერულ საკითხებთან დაკავშირებულ მის რამე სტერეოტიპულ ხედვას არ ვეთანხმები, მაგალითად - ქალი ამას უნდა აკეთებდეს თუ არა... შეიძლება, ასეთი ტიპის კამათი მოგვსვლია.

- რას არ უნდა აკეთებდეს ქალი?

- მაგალითად, იმ საკითხზე, რომ ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს, გვიკამათია. ვიღაცის ოჯახის მაგალითს აყოლილები განვიხილავდით, უნდა დაენგრია თუ არა იმ ვიღაცას ოჯახი. ვამბობდი, - თუ არ უნდოდა, უნდა წასულიყო-მეთქი; ის ამბობდა, - ამის გამო არ უნდა წასულიყოო. მოკლედ, დაახლოებით ამ სახის კამათი გვქონდა...წაიკითხეთ სრულად

რას აცხადებენ საპატრიარქოში ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "შეზღუდულია მასთან შეხვედრები"

"ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვახტანგ ფხაკაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

"თუ ტესტი დადებითია და პაციენტი უსიმპტომოა, ეს არ ნიშნავს, რომ ის დაავადებულია Covid-19-ით" - რატიანი კორონავირუსით ინფიცირებასა და დაავადებას შორის განსხვავებას განმარტავს