ავტორი:

აუზები, რესტორანი, ბარი, სპა... - როგორი იქნება სასტუმრო კახეთში, რომელსაც ქვევრის ფორმის ნომრები ექნება

აუზები, რესტორანი, ბარი, სპა... - როგორი იქნება სასტუმრო კახეთში, რომელსაც ქვევრის ფორმის ნომრები ექნება

თელავში სოფელ შალაურში სასტუმრო "ქვევრი" აშენდება, რომლის ნომრებსაც ქვევრის ფორმა ექნება. სასტუმროს მთავარი მიზანი ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციაა.

სასტუმროს კოპლექსში განთავსებული იქნება 15-ნომრიანი მთავარი შენობა და 20 ქვევრის ფორმის კოტეჯი. როგორც პროექტშია გაწერილი, თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის სახელწოდება ექნება. გარდა ამისა, სასტუმროს ტერიტორიაზე მოეწყობა - აუზები, რესტორანი, ბარი და ასევე საბავშვო კუთხე.

როგორც პროექტის ერთ-ერთი ავტორი გიორგი კლდიაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, პროექტი უკვე დამტკიცებულია, სამშენებლო სამუშაოები აპრილში დაიწყება, რომელიც დაახლოებით 7 თვეში დასრულდება.

"ამ პროექტზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ. ამ კვირაში თელავის მუციპალიტეტიდან ნებართვა ავიღეთ და მშენებლობის დაწყებას მომავალი თვიდან ვგეგმავთ. ინვესტიცია დაახლოებით მილიონნახევარი დოლარია. ამ პროექტის მთელი არსი ისაა, რომ სასტუმროს ასოცირება ქართული ღვინის თემატიკაზე მოხდეს. როდესაც ტურისტი საქართველოში ჩამოვა, გაეცნობა ღვინის ტრადიციებს. თითოეულ ქვევრს ქართული ღვინის დასახელება ექნება, შესაბამისად, სტუმრები ქართულ კულტურას, ტრადიციებსა და ღვინის დამზადების წესებს გაეცნობა.

სასტუმროს ძირითად შენობაში 15 ნომერი იქნება და პირველ ეტაპზე, სასტუმროს ტერიტორიაზე დაახლოებით , 20 ქვევრი განთავსდება. ქვევრის კოტეჯი 30 კვ/მ. მყარი და გამძლე ნაგებობა, ძალიან კარგი თერმორეგულაციით იქნება. ტერიტორია საკმაოდ დიდია - სამი ჰექტარი გვაქვს, განვითარების პერსპექტივით. სასტუმროში ასევე იქნება - რესტორანი, ბარი, აუზები, სპა, საბავშვო გასართობი ადგილი, ეზო იქნება გამწვანებული. თავისთავად ვენახი იქნება გაშენებული. სასტუმროდან ხედი ძალიან ლამაზია, პირდაპირ ქვევრებიდანც და სასტუმროდანაც კავკასიონის ხედი იშლება. თელავი ცენტრიდან განათებული ქვევრები პირდაპირ გამოჩნდება", - განაცხადა კლდიაშვილმა.

სასტუმროს კომპლექსი დაახლოებით ზღვის დონიდან 730 მეტრზე იქნება. ქვევრების ნომრები მთავარი შენობის წინ იქნება განთავსებული. სასტუმროს ერთდროულად 60-70 სტუმრის მიღება შეეძლება...დაათვალიერეთ ფოტოები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 683-მდე გაიზარდა

წვიმა და ძლიერი ქარი - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი

23 წლის ბექა გოგოლაძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, დახმარება ესაჭიროება