ავტორი:

ქუთაისის აეროპორტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა - გადაიდო ქუთაისი-რიგას ავიარეისი

ქუთაისის აეროპორტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა - გადაიდო ქუთაისი-რიგას ავიარეისი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო ქუთაისი-რიგას ავიარეისი ვერ სრულდება. ფრენა გაუკრვეველი დროით გადაიდო.

აეროპორტში მყოფი მგზავრები ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ არასამუშაო დღის გამო აეროპორტში პასუხიმგებელი პირი არ არის. ქარმა პრობლემები რიგა– ქუთაისის ავიარეისის მგზავრებსაც შეუქმნა. დაახლოებით ორ საათზე მეტია, ქარის გამო მგზავრები ბარგს ვერ იღებენ.

როგორც მგზავრებისთვის ცნობილი გახდა, ბარგის დაყოვნების მიზეზი ძლიერი ქარია, რის გამოც თვითმფრინავის საბარგულს ვერ აღებენ. თუმცა მგზავრების განმარტებით, აეროპორტში მათთვის ოფიცილაური პასუხი არ გაუციათ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია