ავტორი:

12 000 ლარი ყოველწლიურად - რო­გორ და­ვი­წყოთ სტა­ბი­ლუ­რი ბიზ­ნე­სი მარ­ტი­ვად?

12 000 ლარი ყოველწლიურად - რო­გორ და­ვი­წყოთ სტა­ბი­ლუ­რი ბიზ­ნე­სი მარ­ტი­ვად?

ტურიზმის სექტორი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სექტორადაა მიჩნეული, ამაზე მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიც. მაგალითად 2018 წელს ტურისტებმა ჩვენს ქვეყანაში 7,917.5 მილიონი ლარი დახარჯეს. მათგან ყველაზე დიდ თანხას ვიზიტორები ხარჯავდნენ განთავსებასა და საკვებში. გასულ წელს ტურისტების მიერ დახარჯული თანხიდან 1,854.5 მილიონი ლარი სწორედ განთავსებაზე მოდის.

არ დაგავიწყდეთ, რომ აქ საუბარია მხოლოდ უცხოელი ვიზიტორების მიერ დახარჯულ ფულზე. ამას დაემატება ადგილობრივი ტურისტების მიერ დახარჯული ფულიც, რომელთა რაოდენობა არც ისე მცირეა, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე ტურისტულ ქალაქებში.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ თუ ადამიანს ბიზნესის დაწყება სურს, ყველაზე ხელსაყრელი სწორედ ეს სექტორია. ამ სექტორში ყველაზე გრძელვადიანი და მარტივად დასაწყები არის უძრავი ქონების ბიზნესი, უფრო კონკრეტულად კი ბინების ტურისტებზე მიქირავების ბიზნესი. ამ ბიზნესის დასაწყებად საჭიროა მხოლოდ ფლობდეთ უძრავ ქონებას - ბინას, რომელშიც არ ცხოვრობთ.

ერთი შეხედვით ბინის შეძენა რთულია, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ბინას როგორც წესი ბანკების დახმარებით ყიდულობს, რაც შეიძლება ითქვას, საერთო ჯამში ორმაგი ხარჯია. ამას ისიც ემატება რომ 1 იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, რაც სესხების აღების პროცესს კიდევ უფრო ართულებს. ცვლილებების თანახმად სესხის მისაღებად აუცილებელი პირობები გამკაცრდა. აქ ალბათ თქვენ სურვილი გიჩნდებათ შეწყვიტოთ ამ სტატიის კითხვა, თუმცა, გირჩევთ ასე არ მოიქცეთ, ვინაიდან სწორედ ახლა მოგიყვებით თუ როგორ შეგვიძლია წინასწარ მცირე დანახარჯებით ვიშოვოთ ფული სტაბილურად...

მოდით გავიაროთ ნაბიჯ-ნაბიჯ:

  • თავდაპირველად ავირჩიოთ ქალაქი საქართველოში, სადაც ყველაზე ხელსაყრელია ტურისტებისთვის ბინის მიქირავება.

ეს აუცილებლად უნდა იყოს ტურისტებით მდიდარი ქალაქი. ოფიციალურ სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ტურისტი თბილისს სტუმრობს, გასულ წელს დედაქალაქს 3 020 000 ტურისტი ეწვია, მას მოჰყვება აჭარა 1 754 000 ტურისტით, რაც გასულ წელს საქართველოში შემოსული ტურისტების 20.6 %-ია. იქიდან გამომდინარე რომ თბილისში ძალიან ბევრი განთავსების ადგილია, დაწყებული მაღალი დონის სასტუმროებით, დასრულებული იაფფასიანი ჰოსტელებით, კონკურენცია გაცილებით დიდია. ყველაზე ხელსაყრელია ბინის ყიდვა გაქირავების მიზნით აჭარაში, კონკრეტულად კი ბათუმშია.

  • ქალაქი უკვე შევარჩიეთ. ახლა საჭიროა შევარჩიოთ ბინა

რომელსაც ყველაზე ხელსაყრელ ფასად ვიყიდით და თან ზღვის სანაპიროსთან ახლოს, რათა შემდეგ მისი შედარებით ძვირად გაქირავება შევძლოთ. ვიცით, რომ ბათუმში მშენებლობის ბუმია, თუმცა, საჭიროა სწორი არჩევანი გავაკეთოთ, რათა მაქსიმალურად მცირე დანახარჯებით ვიყიდოთ ბინა. ამ მხრივ შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა Terrassa Group • ტერასა ჯგუფი. იგი მომხმარებელს ბინას თავაზობს პირველადი შენატანის გარეშე 3-წლიანი უპროცენტო შიდა განვადებით. აპარტოტელის ტიპის კომპლექსში ყოველთვიურად მოგიწევთ მხოლოდ 1390 ლარის გადახდა. 3 წელიწადში გამოდის რომ 36-ჯერ უნდა გადავიხადოთ 1390 ლარი, რაც ჯამში 50 040 ლარია. თუ შევიძენთ დაახლოებით 35 კვ.მ ფართობის ბინას ამ პირობით, გამოდის რომ დაახლოებით სამ წელიწადში ჩვენ გვექნება უძრავი ქონება ბათუმში, ზღვიდან 300 მეტრში. თან არ დაგავიწყდეთ ბანკის ჩარევის გარეშე და ყოველგვარი პროცენტებისა და ზედმეტი დანახარჯების გარეშე.

  • ამგვარად, ბინა ვიყიდეთ. ახლა საჭიროა გავერკვეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ რომ იგი ბიზნესად ვაქციოთ?

ეს არ გაგიჭირდებათ, ვინაიდან ზაფხულში ძალიან იზრდება მოთხოვნა ბინებზე, განსაკუთრებით უცხოელების მხრიდან. თუ უძრავი ქონების გაქირავების უცხოურ და ქართულ ვებგვერდებზე თქვენს ბინას განათავსებთ, მის ბიზნესად ქცევას დისტანციურადაც კი შეძლებთ. ზაფხულის პერიოდში ბათუმში ახალგარემონტებული, ყველანაირი კომფორტით აღჭურვილი ბინის ერთი ღამით გაქირავების ფასი დაახლოებით 50-დან 100 დოლარამდე მერყეობს, გააჩნია პერიოდს და ღამეების რაოდენობას.

მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ღამეში მინიმუმ 50 დოლარი რომ ვიანგარიშოთ, გამოდის რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე თქვენ დაახლოებით 12 000 ლარს იშოვით, რაც იმას ნიშნავს რომ თქვენ ბინის შიდა განვადების დაახლოებით 8 თვის გადასახადს გადაიხდით მხოლოდ სამ თვეში. აღარაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ ბათუმში ბინის გაქირავება სხვა სეზონებზეც ძალიან მომგებიანია, ვინაიდან ბათუმი არ არის ქალაქი, რომელიც მხოლოდ ზაფხულის სეზონზე აქტიურდება და შემდეგ იძინებს.

გეგმა, თუ როგორ დავიწყოთ სტაბილური ბიზნესი მარტივად, ნაკლები დანახარჯებით, უკვე გვაქვს. ახლა დროა უკვე მის განხორციელებაზე ვიფიქროთ.

(R)

Mastercard, Bolt-ის საშუალებით, მედიკოსების კიდევ 15,000მ გზავრობას უზრუნველყოფს

სემეკმა ქვეყნის ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგებისათვის აუცილებელი 1 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია შეითანხმა

თქვენი ონლაინ აფთიაქი