ავტორი:

საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით IFRRO-ც უჭერს მხარს

საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით IFRRO-ც უჭერს მხარს

საქართველოში საავტორო უფლებების სფეროში ამჟამად მიმდინარე ამბებს კიდევ ერთი მსოფლიო ორგანიზაცია - რეპროდუცირების უფლების ორგანიზაციების საერთაშორისო ფედერაცია IFRRO გამოეხმაურა. ორგანიზაციაში შეშფოთებას გამოხატავენ სფეროში ალტერნატიული ორგანიზაციის შექმნისა და ერთი ფანჯრის პრინციპის შესაძლო დარღვევის გამო.

IFRRO აერთიანებს საავტორო უფლებების ორგანიზაციებს მსოფლიო მასშტაბით, ხოლო საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია IFRRO-ს წევრი 2012 წლიდანაა.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის გიგა კობალაძის სახელზე გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ IFRRO-ს აღმასრულებელი დირექტორი და გენერალური მდივანი კაროლინ მორგანი და IFRRO-ს პოლიტიკისა და რეგიონალური განვითარების მენეჯერი პიერ ოლივიერ ლესბურგერესი.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში შეიქმნა ახალი ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებს იმ უფლებების მართვაზე, რომლის მართვის უფლებამოსილებაც მინიჭებული აქვს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას და ამ წერილით გვსურს გამოვხატოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა ასოციაციის მიმართ.

IFRRO-ს ჰყავს ერთი წევრი საქართველოში და ეს არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია. ასოციაცია წევრი გახდა 2012 წელს და ჩვენ, ორი ორგანიზაცია ყოველთვის ნაყოფიერად ვთანამშრომლობით. 2015 წელს IFRRO-ს ევროპის განვითარების კომიტეტი ჩატარდა თბილისში და 2018 წელს ჩვენ ორმა ორგანიზაციამ ერთობლივი ძალებით აღვნიშნეთ მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის დღე თბილისში.

დიდი ხნის წინ დაარსებული ორგანიზაცია, კერძოდ, ასოციცია დღეისათვის ერთადერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონში, რომელიც წარმატებით მართავს ავტორებისა და გამომცემლების რეპროდუცირების უფლებას, ამასთან ანიჭებს დიდ იმედს ევროპის უფლების მფლობელებსაც და ასოციაცია ჩვენთვის ძალიან ახლო პარტნიორი და მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა.

ასოციაციის დამსახურებით, საქართველო იმ 34 ქვეყანას შორისაა მსოფლიოს გარშემო, რომლებმაც მოახდინეს საჯარო თხოვების უფლების (Public Lending Right) იმპლემენტირება, რაც ასახულია ამ უფლების საერთაშორისო ვებ გვერდზე: plrinternational.com ესეც ასევე წარმოადგენს იმის დასტურს, რომ ასოციაციას დიდი სამუშაო აქვს გაწეული საავტორო უფლებების დაცვისა და უფლების მფლობელებისათვის ჰონორარის ანაზღაურების მიმართულებით.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთი ფანჯრის პრინციპის მოდელი, რაც ასოციაციის შემთხვევაშია, ამტკიცებს რომ ასეთი ფორმა არის სწორი იმ მიღწევების გათვალისწინებით, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. ჩვენი რჩევა იქნება, რომ შენარჩუნდეს ერთი ფანჯრის პრინციპი საქართველოში: პარალელური ადმინისტრირების შესაძლებლობა ერთი და იმავე უფლებებზე რამდენიმე ორგანიზაციის მიერ გამოიწვევს გაუგებრობას მოსარგებლეებში და ხელყოფს ადგილობრივი და საერთაშორისო უფლების მფლობელების დამსახურებული ჰონორარის მიღების შესაძლებლობას.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ასოციაცია კვლავ გააგრძელებს მუშაობას იმპლემენტირების კუთხით ისეთ სეგმენტებში, როგორიცაა საგანმანათლებლო ლიცენზირება, საჯარო თხოვება, ფიზიკური პირის მიერ ნაწარმოების რეპროდუცირება და რეპროგრაფიული გამრავლება".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ მხარდაჭერის წერილი CISAC-ისგანაც (ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია) მიიღო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი