ავტორი:

აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის #5-ში, სადაც გუშინ 2 მუშა დაიღუპა, მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ

აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის #5-ში, სადაც გუშინ 2 მუშა დაიღუპა, მთავრობის წარმომადგენლების მისვლას ითხოვენ

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან ჭავჭავაძის 5 ნომერთან უკვე მივიდნენ. ისინი იმ ადგილას გაჩერდნენ, სადაც გუშინ უბედური შემთხვევისას 2 მუშა გარდაიცვალა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ამ ადგილას დარჩებიან მანამდე, სანამ არ მივლენ მთავრობის წარმომადგენლები. მათივე თქმით, ქვეყანაში მშენებლობის დროს არაერთი მუშა გარდაიცვალა, რაზეც პასუხი სწორედ ხელისუფლებამ უნდა აგოს.

"თბილისი სიკვდილის ქალაქია", "სოლიდარობა მუშებს", - ამ მოწოდებებით აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან ჭავჭავაძის #5-მდე მსვლელობა მოაწყვეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი