ავტორი:

ნაჩალოვაზე შეყვარებული ქართველი ბიჭი და საჩუქრად მირთმეული უამრავი ვარდი - თინა კანდელაკი რომანტიკულ ისტორიას იხსენებს

ნაჩალოვაზე შეყვარებული ქართველი ბიჭი და საჩუქრად მირთმეული უამრავი ვარდი - თინა კანდელაკი რომანტიკულ ისტორიას იხსენებს

თინა კანდელაკი რუსი მომღერლის, იულია ნაჩალოვასა და ქართველი ბიჭის რომანტიკული ურთიერთობის შესახებ წერს.

კანდელაკმა „ინსტაგრამზე“ წლების წინ მომხდარი ამბავი გაიხსენა, როდესაც ის ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრობდა, ნაჩალოვა კი თბილისში სტუმრად იმყოფებოდა.

„იულია ნაჩალოვა ერთხელ თბილისში ჩამოვიდა. იმ პერიოდში ტელევიზიაში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ ადნობდა მისი ღიმილი ჩვენი ბიჭების გულებს.

ჩემს მეგობარ თემოს ის დანახვისთანავე შეუყვარდა. არ აძლევდა თავისუფალ წამსაც კი, რომ სხვისთვის შეეხედა. ვარდები, ვარდები და კვლავ ვარდები... ამ გოგონასთვის არაფერი ენანებოდა“ - წერს კანდელაკი.

ტელეწამყვანის თქმით, მტკივნეულია, რომ ნაჩალოვას ცხოვრება ასე მალე დამთავრდა.

მომღერალი 38 წლის ასაკში 16 მარტს გარდაიცვალა, მას გული გაუჩერდა და რამდენიმედღიანი კომატოზური მდგომარეობაც ამით დასრულდა.

ნაჩალოვას მე-2 ტიპის დიაბეტი ჰქონდა და შაქრის დონე მკვეთრად დაეცა, თუმცა ამას თან ერთვოდა პოდაგრა ფეხზე, რომლითაც ბოლო 8 წელი იტანჯებოდა. ეს ყველაფერი კი მკერდის პლასტიკური ოპერაციიდან დაიწყო - 2007 წელს, მკერდის ოპერაციისას, ინფექცია განუვითარდა და სისხლი მოეწამლა.

ამას მოჰყვა პოდაგრის განვითარება, რომელიც გამუდმებით აწუხებდა მას მერე და ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს იკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების აწყობა სამჯერ სცადა და შვილიც გააჩინა, ბოლო წლების განმავლობაში მომღერალი გამუდმებით სტრესსა და ტკივილში ცხოვრობდა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ