ავტორი:

ქალები ტექნოლოგიებში - როგორ იზრდება ქალთა შესაძლებლობები საქართველოში

ქალები ტექნოლოგიებში - როგორ იზრდება ქალთა შესაძლებლობები საქართველოში

ქალთა უფლებების დაცვა ამ საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად იქცა მსოფლიო მასშტაბით. განათლების მიღების, თავისუფალი არჩევანის გაკეთების თუ სხვა შესაძლებლობებისა და გამოწვევების წინაშე ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია დაარსდა. მათ შორის უმნიშვნელოვანესია CEDAW, რომელიც 1979 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ანსამბლეამ დააარსა. ორგანიზაცია მსოფლიოს 195 ქვეყნიდან 143-თან ურთიერთობს და უზრუნველყოფს, რომ ქალთა უფლებები ამ სახელმწიფოების კანონმდებლობით იყოს დაცული.

ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით საქართველოშიც პოზიტიური ცვლილებები შეინიშნება. სტერეოტიპების წინააღმდეგ მიმართული არაერთი კამპანიით, ორგანიზაციები ცდილობენ გაზარდონ ცნობიერება ამ სფეროში არსებულ გამოწვევებზე. მრავალ სტერეოტიპს შორისაა ქალისთვის შესაფერისი პროფესიების ნუსხაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არაერთი წარმატებული ქალი ჰყავს ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო მიმართულებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების თუ სხვა STEM მიმართულებებით სტუდენტების სტატისტიკას ძირითადად მამაკაცები შეადგენენ. ცხადია, იგივე სტატისტიკაა შრომის ბაზარზეც.

ტექნოლოგიების მიმართულებით ქალთა როლის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. პროექტი „კოდინგის სკოლა ქალებისთვის’’ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით შეიქმნა და მსურველ ბენეფიციარებს სთავაზობს ტექნოლოგიებში გადამზადებას და ცოდნის გაღრმავებას - დინამიური ვებგვერდების შექმნას და მათ მართვას, პროგრამირების ენებს- JavaScript, Node js, Express js, WebSocket, JSONP, AJAX და სხვა დამატებებს, HTML & CSS, ვებ ინტერფეისების და პროგრამების შედგენას, React.js, ვებ აპლიკაციების ტესტირებას, სერვერული მხარის (backend) პროგრამირების საფუძვლებს.

პროექტის მიზანი ტექნოლოგიის სფეროში ქალების ჩართულობის ზრდა, მათი ცოდნის გაღრმავება და შემდგომში დასაქმების უზრუნველყოფაა.

პროექტის ხანგძლივობა 6 თვეა. 18 წლის ასაკიდან, ინგლისური ენის B1 დონეზე მცოდნე ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ეძლევა „კოდინგის სკოლის“ მონაწილე გახდეს. მსურვლთა რეგისტრაცია 7 აპრილს სრულდება. პროექტში მონაწილე ბენეფიციარებისთვის, პროგრამა სრული დაფინანსებით განხორციელდება.

სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/xJ1z0NBklT6DjZCo2

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის