ავტორი:

4 აპრილს პიანისტი დავით ალადაშვილი კონსერვატორიაში ქართული კლასიკური მუსიკის საღამოს გამართავს

4 აპრილს პიანისტი დავით ალადაშვილი კონსერვატორიაში ქართული კლასიკური მუსიკის საღამოს გამართავს

ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული, პიანისტი დათუნა ალადაშვილის ინიციატივით კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება. მუსიკოსი მეგობრებთან, ოპერის სოლისტთან ირინე შერაზადაშვილთან და ირაკლი ესტაფიშივილთან ერთად, ქართველი კომპოზიტორების ნოდარ გაბუნიას, სულხან ცინცაძის, ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებს შეასრულებს.

ქართველი მსმენელი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსზე დაწერილი დავით ევგენიძის სიმღერას "საყურე"-ს მოისმენს, რომელიც 40 წლის წინ შეიქმნა, თუმცა ნაწარმოების პრემიერა დავითი ალადაშვილისა და ირინა შერაზიდიშვილის მიერ გასულ წელს შედგა.

კონცერტში ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეების მიერ შექმნილი სიმებიანი კვარტეტი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. საღამოს დათუნა ალადაშვილის და Georgian Strings შესრულებით კომპოზიტორ გია ყანჩელის უნიკალური ნაწარმოები - "პატარა დანელიადა’’ დაასრულებს.

დავით ალადაშვილი მრავალი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატია. მისი სოლო კონცერტები იმართება საქართველოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი