ავტორი:

"ჩემი მიზანი არ არის გასამართლდეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი" - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

"ჩემი მიზანი არ არის გასამართლდეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი" - ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ

ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის განცხადებით, მისი მიზანი არ არის, სამართლებრივად პასუხი აგოს მისმა ყოფილმა მეუღლემ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა. როგორც მან თბილისის მთავარ სამმართველოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა ,თუმცა რას გულისხმობს ეს სიმართლე, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი არ აკონკრეტებს.

ამასთან, მისი თქმით, პოლიციის სამმართველოში დეტალური გამოკითხვა მიმდინარეობდა, რომელიც არ დასრულებულა და უნდა გაგრძელდეს, თუმცა როდის, მისთვის უცნობია. ამასთან, ანა ბაგრატინ-გრუზინკის განმარტებით, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

"ჩემი მიზანი არ არის გასამართლდეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელი. სამხარაულის სამედიცინო ექსპერტიზის დოკუმენტი უბრალოდ, ერთ-ერთ საქმეში იყო ჩადებული და შემდეგ რაღაც სიტუაციამ ამოატივტივა. ჩემი მიზანი სიმართლის დამტკიცებაა", - ,განაცხადა ანა ბაგრატონ-გრუზინსკიმ.

ანა ბაგრატონ-გრუზინსკი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლების შეკითხვებს დაახლოებით 5 საათის განმავლობაში პასუხობდა. გამოძიებას 2014 წელს მასზე განხორიელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტთან ჰქონდა კითხვები. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატების მტკიცებით,მას ფიზიკური დაზიანებები სავარაუოდ ბლაგვი საგნით,ყოფილმა მეუღლემ დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა მიაყენა .ადვოკატების ინფირმაციით, ამასთან დაკავშირებით სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს დასკვნაც არსებობს.

"არასწორი და ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, ბათუმში კარვების გახსნაზე... შეცდომების აღიარება არ გვიჭირს" - იმნაძე

ფოთში საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალ ორ უბანზე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა

თბილისის 104 საბავშვო ბაღი, 28 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, დაიხურება