ავტორი:

როგორ იწარმოება ხარისხიანი თევზი და რა მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე

როგორ იწარმოება ხარისხიანი თევზი და რა მდგომარეობაა ქართულ ბაზარზე

თევზი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია, რადგან ის მცირე რაოდენობით შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, სამაგიეროდ შეიცავს ბევრ ცილას და ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავას. კვების ექსპერტები ირწმუნებიან, რომ თევზი სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა. თუმცა ქართული სამზარეულო ნაკლებად აღიარებს თევზს და თევზით მომზადებული კერძების მრავალფეროვნებითაც არ გამოირჩევა. ზოგადად, თევზის არსებული ასორტიმენტის მხოლოდ 20-25%-ია წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე.

მიუხედავად ამისა, ბაზარზე არსებობს მაღალი ხარისხის ქართული წარმოების თევზი და ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი კი „ოკეანეა“, რომელიც „ნიკორას“ შვილობილი კომპანიაა. თევზის წარმოების პროცესსა და ხარისიხანი თევზის თვისებებზე „ოკეანის“ დირექტორს დავით გიგაიას ვესაუბრეთ.

რით არის ბრენდი „ოკეანე“ ბაზარზე გამორჩეული?

ჩვენი პრიორიტეტი ხარისხის კონტროლი და წარმოების პროცესში ჰიგიენის ნორმების მაქსიმალური დაცვაა. მომხმარებელს თევზეულის ყველაზე მრავალფეროვან ასორტიმენტს ვთავაზობთ.

ჩვენ როგორც „ნიკორას“ შვილობილი კომპანიას, წლებია დანერგილი გვაქვს საერთაშორისო ISO 9001: 2000 და НАССР სტანდარტები. ზედმიწევნით ვიცავთ მას როგორც კომპანიის სანდოობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების, ასევე ეფექტური მართვის სისტემების მიმართულებით. კვების მრეწველობაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ჩვენ ვამაყობთ, რომ შევძელით ამ სტანდარტის წარმოებაში შემოტანა.

გარდა აღნიშნული სტანდარტების დაცვისა, ჩვენი ჰოლდინგის ფარგლებში მუშაობს სხვადასხვა სამსახური, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მონიტორინგს, თუ რა პირობებში და რა ნედლეულით იწარმოება თევზეული. საქართველოს კანონმდებლობაც ითვალისწინებს იმას, რომ ზედამხედველობის სამსახურმა პერმანენტული მონიტორინგი ატაროს.

როგორც აღნიშნეთ, „ოკეანის“ პროდუქცია ბაზარზე ხარისხით გამორჩეულია. რა კრიტერიუმები განსაზღვრავს თევზის ხარისხს?

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მომხმარებელს ვთავაზობთ ძალიან მაღალ სტანდარტს წარმოების ნაწილში და ამავდროულად, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ნედლეულს, რომლითაც ვაწარმოებთ პროდუქტებს. სწორედ ეს კრიტერიუმები განსაზღვრავს საბოლოო პროდუქტის ხარისხს.

ნედლეული აუცილებლად უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. ჩვენ ნედლეული შემოგვაქვს ევროპის ისეთი სანდო საწარმოებიდან, რომლებიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს უზრუნველყოფენ ნედლეულით და ამის ნებართვა დოკუმენტურად აქვთ დადასტურებული. ძირითადად, ნორვეგიულ თევზს ვიყენებთ.

მნიშვნელოვანია, როგორ, რა მდგომარეობაში და რა სატრანსპორტო საშუალებით მიეწოდება თევზი ობიექტს. მერე ეს ციკლი გრძელდება და ობიექტში არსებულ შენახვის პირობებზე გადავდივართ. აუცილებელია, რომ ამ ჯაჭვის ყველა რგოლში მაღალ დონეზე იყოს დაცული შენახვის პირობები.

წარმოებაში ქართულ ნედლეულს რამდენად იყენებთ?

ჩვენი თავდაპირველი მიზანი ნედლეულის იმპორტი სულაც არ იყო. მუშაობის პროცესში იძულებული გავხდით იმპორტი დაგვეწყო, რადგან ქართული ბაზარი ვერ გვთავაზობს საჭირო რაოდენობის მაღალი ხარისხის ნედლეულს.

ამ ეტაპზე ვფლობთ საკალმახეს სოფელ ვაკიჯვარში, რომელშიც ცისარტყელა კალამხის უმაღლეს დონეზე გაზრდა-პატრონობა ხდება. გვყავს დანიელი იხტიოლოგი, რომელიც უშუალოდ უწევს ზედამხედველობას ამ პროცესს. თევზებს ვკვებავთ უმაღლესი ხარისხის იტალიური საკვებით, რომელიც თავად შემოგვაქვს.ზოგადად, კალმახის მოვლის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ჩვენ ევროპელი პარტნიორების მიდგომებს ვიყენებთ. შედეგად ვღებულობთ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელსაც ჩვენივე სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ვამარაგებთ საცალოდ მოვაჭრე ობიექტებს.

წელს პირველად ვცადეთ, რომ შავი ზღვის თევზები სეზონურობის მიხედვით გადაგვემუშავებინა და შეგვეთავაზებინა ბაზრისთვის. უკმაყოფილოები არ ვართ და ვგეგმავთ, რომ მომავალი წლიდან უფრო ფართო ასორტიმენტის შეთავაზების საშუალება გვექნება.

„ოკეანის“ ხიზილალაზეც მოგვიყევით, რომელი თევზის ხიზილალაა და სად მზადდება?

ვაკიჯვრის საკალმახეში გვყავს სადედე გუნდიც, რომელიც ყოველწლიურად მზარდი მოცულობის ხიზილალას გვაძლევს. ეს არის ორაგულისებრთა ჯიშის, კალმახის წითელი ფერის ხიზილალა, რომელიც ძალიან კარგი გემოვნური თვისებებით ხასიათდება. პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

წარმოებისას ვაკონტროლებთ იმას, რომ კონსერვაცია მინიმალური რაოდენობით მოხდეს. გარდა ამ უპირატესობისა, გვაქვს შესაძლებლობა, რომ მომხმარებელს ზომიერი ფასი შევთავაზოთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ოკეანის“ ხიზილალა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, წელს 4 ტონამდე ხიზილალა მივიღეთ. ხიზილალის მიღება იწყება ნოემბერში და თებერვალში სრულდება. მარტის დასასრულს კი მიღებული ხიზილალა უკვე სრულად არის რეალიზებული.

წარმოების პროცესში რა სახის დანადგარებს იყენებთ?

ჩვენი საწარმო აღჭურვილია ცივი და ცხელი შებოლვის კამერებით. ზოგადად, ცხელი შებოლვა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ქართული ბაზრისთვის შედარებით ახალი პროდუქტია. მათ შორის სხვაობა შებოლვის ტემპერატურებს შორის არის, რაც გემოების მრავალფეროვნებას განაპირობებს.

პრესერვაციისა და დამარილებული თევზის შემთხვევაში ვიყენებთ გერმანული წარმოშობის ერთ-ერთი მოწინავე კომპანიის დანადგარებს. თევზეულის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელი ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას.

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა საშუალებას გვაძლევს, რომ მომხმარებელს ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ და შენახვის ვადები უზრუნველვყოთ.

რა სიახლეებს შესთავაზებთ მომხმარებელს მიმდინარე წელს?

ტენდენციები გვაჩვენებს, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად დამუშავებულ და ულუფის მიხედვით დანაწევრებულ პროდუქტს ითხოვს. ეს პროცესი ცხოვრების ტემპის ცვილელბასა და აჩქარებასთანაა დაკავშირებული. ადამიანებს სურთ, რაც შეიძლება ნაკლები დრო გაატარონ სამზარეულში კერძის მომზადებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე წელს შევთავაზებთ რამდენიმე ახალ პროდუქტს, რომელიც უშუალოდ ამ მოთხოვნებს უპასუხებს, იქნება გასუფთავებული და მომზადებული. ასევე, ყოველწლიურად ვამატებთ თევზის სახეობებს. ჩვენ ვცდილობთ, ეს ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ და წელსაც რამდენიმე ახალ პროდუქტს შევთავაზებთ მომხმარებელს.

რა პირობებში მზადდება "ოკეანეში" თევზის სხვადასხვა პროდუქტი ნახეთ ვიდეოში

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის