"პირველმა კავკასიურმა" პარიზის სასამართლოში საქმე წააგო

"პირველმა კავკასიურმა" პარიზის სასამართლოში საქმე წააგო

რადიო "ეხო მასკვი" - ის ინფორმაციით "პირველი კავკასიური" ახლა მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით მაუწყებლობს. სასამართლოში ტელეკომპანია კონტრაქტით განსაზღვრულ სიხშირეზე დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა ფრანგულმა სასამართლომ "ეუტელსატს" თანამგზავრიდან არხის გათიშვის გამო პასუხისმგებლობა არ დააკისრა.

რადიოსადგური ავრცელებს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წარმომადგენლის, მერაბ ღლონტის კომენტარსაც. მისი თქმით, გათიშვის შემდეგ "ეუტელსატმა" ტელეარხს სხვა თანამგზავრზე მაუწყებლობა შესთავაზა, რომლის სიგნალიც არა რუსულენოვან რეგიონებზე, არამედ ევროპის იმ ნაწილზე ვრცელდება, სადაც რუსულად არ საუბრობენ. თბილისში მიიჩნევენ, რომ ფრანგულმა "ეუტელსატმა" ქართულ ტერლეარხს მაუწყებლობა რუსეთის გავლენის შედეგად შეუწყვიტა.

ყველა პროტესტი გადაწყვეტილების პოლიტიკური საფუძვლის შესახებ სასამართლომ უარყო. "პირველ კავკასიურს" სასამართლოს საპროცესო ხარჯების გადახდა მოუწევს.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები