ავტორი:

ბრენდები, რომლებიც უნდა იცოდე, თუ რემონტს იწყებ

ბრენდები, რომლებიც უნდა იცოდე, თუ რემონტს იწყებ

როდესაც სახლს ვყიდულობთ ან რემონტს ვაკეთებთ, გვინდა, ის არა მარტო ლამაზი და კომფორტული იყოს, არამედ იმაზეც ვფიქრობთ, რომ სარემონტო მასალები ხარისხიანი, გამძლე და სანდო შევარჩიოთ. არსებობს ბრენდები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია ინარჩუნებენ სანდოობას ევროპულ ბაზარზე და ყველა, ვინც ხარისხზე, ეკოლოგიურობასა და სანდოობაზე აკეთებს გათვლას, მათ შესახებ უნდა იცოდეს.

გვესაუბრება გალერეა "დემასის" მარკეტინგის მენეჯერი მიხეილ რაზმაძე:

მოგეხსენებათ, ბრენდის სახელი მისი პროდუქციის სანდოობაზე მეტყველებს, როგორც ტანსაცმელში, სპორტულ აქსესუარებში და მანქანებში, ასევეა სარემონტო მოსაპირკეთებელ მასალებშიც. ბევრისთვის უკვე ცნობილია ეს ბრენდები, მაგრამ მათთვის, ვინც არ იცის, ჩამოგითვლით ბრენდების მცირე ნაწილს, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ლიდერები არიან და მათი პროდუქციის ნახვისას არასანდოობაზე უკვე ლაპარაკიც კი ზედმეტია. უკვე რემონტის სეზონი დადგა.

Duraqvit (დურავიტ) - დურავიტი კერამიკული სანტექნიკის, აბაზანების და აბაზანის ავეჯის მწარმოებელი კომპანიაა. ფენიქსი, ურკიულა, ფილიპ შტარკი და სხვა. დღეს ისერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე.

Hansgrohe (ჰანსგროე) – გერმანული ბრენდი. კომპანია 1901 წელს ქალაქ შილტახში დაარსდა. აწარმოებს შემრევ ონკანებს, საშხაპე ყურმილებს, საშხაპე მოწყობილობებს და აბაზანის აქსესუარებს. ყველაზე ნიშანდობლივი გახლავთ ის, რომ კომპანიის კაპიტალის ძირითადი ნაწილი ოჯახის მფლობელობაშია, რაც განაპირობებს იმას, რომ კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგვარეულო იმიჯს. ეს კი თავისთავად აისახება პროდუქციის ხარისხში. კომპანია Hansgrohe SE - ლიდერი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს აოცებს თავისი ინოვაციური ტექნოლოგიებით.

Roca (როკა) – ესპანური ბრენდია, რომელიც დაარსდა 1917 წელს ქალაქ გავაში (ესპანეთი). ხარისხიანი კერამიკული სანტექნიკის და აბაზანის ავეჯის წარმოების დამსახურებით ის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია ამ დარგში. როკა თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან დიზაინერებთან. აღსანიშნავია ცნობილი დიზაინერის ჯორჯო არმანის სახლთან თანამშრომლობით შექმნილი კერამიკული სანტექნიკა, აბაზანის ავეჯი და აბაზანის აქსესუარები. ეს არის არმანისეული კონცეფცია კომფორტული და დახვეწილი სააბაზანო ოთახისა, რომელიც გაბრენდებული როკა-არმანის სახელით.

Quickstep (ქუიქსტეპი) – 1990 წელს Quickstep-ის და კომპანია უნილინის (Unilin) თანამშრომლობის შედეგად ბელგიურ ბაზარზე გამოჩნდა პირველი ადგილობრივი წარმოების ლამინირებული იატაკი. მის მიერ შექმნილია ჩამკეტი სისტემა Uniclic, რომელიც დაპატენტებულია მთელ მსოფლიოში. ეს სისტემა უზრუნველყოფს ლამინატის სწრაფ დაგებას წებოს გარეშე და უზრუნველყოფს გადაბმების სტაბილურობას, ხოლო Quickstep-ის ინოვაციური წყალამრეკლი დაფარვა hydroseal, რომლითაც დამუშავებულია ლამინატის ჩამკეტები, ლამინატის ნესტიან გარემოში დაგების საშუალებას გვაძლევს. შესაძლებელია მისი დაგება აბაზანაშიც.

აღსანიშნავია, რომ Quickstep-ის ლამინატის ღარებიც ლამინირებულია და სრულყოფილად იცავს ფილას წყლისგან. ასეთი ღარის კიდევ ერთი უპირატესობა იმაშია, რომ მასში ჭუჭყი არ გროვდება. მისი ანტისტატიკური ზედაპირის ღრმა რელიეფი მაქსიმალურად რეალისტურად გადმოგვცემს ხის სტრუქტურას.

Boen(ბოენ) - ნორვეგიული ბრენდი. აწარმოებს სამშრიან პარკეტს. მის მიერ შექმნილი ტექნოლოგიის Boen Express – ჩამკეტის დამსახურებით, მისი დაგების შემდეგ ის ინარჩუნებს გადაბმების სტაბილურობას. ხოლო ბოენის წყლის ბაზაზე დამზადებული ელასტიური ლაქი (რომელიც 7 ფენად არის წასმული) ხაზს უსვამს ლაქის დაფარვის ეკოლოგიურობას და იცავს პარკეტის ზედაპირს დაზიანებისგან. ბოენი ასევე გვთავაზობს 2 ფენა მცენარეული ეკოლოგიურად სუფთა ზეთით დამუშავებულ მოდელებს, რაც განაპირობებს ხის სტრუქტურისა და ფერების კარგად გადმოცემას და ბუნებასთან კიდევ უფრო გვაახლოვებს.

Gruppo Ceramiche Ricchetti (გრუპო კერამიჩე რიკეტი) – კომპანია რიკეტი უკვე 60 წელიწადზე მეტია მოღვაწეობს საერთაშორისო ბაზარზე. მან მალევე მოიპოვა აღიარება არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და დღესდღეობით გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი არქიტექტორებსა და დიზაინერებს შორის. 2011 წლიდან კომპანია რიკეტი იწყებს თანამშრომლობას ისეთ ცნობილ დიზაინერთან, როგორიც არის Roberto Cavalli. ხოლო 2016 წლიდან ისეთ ცნობილ არქიტექტორთან, როგორიც არის Massimo Iosa Ghini. რიკეტის ჯგუფი მუდმივად განაგრძობს სიახლეებისკენ სწრაფვას, არ წყვეტს ტექნოლოგიურ განვითარებას და მომავალშიც შემოგვთავაზებს საინტერესო სიახლეებს.

Gardenia orchidea (გარდენია ორქიდეა)– 1961 წელს დაარსდა გარდენია ორქიდეა-ს ჯგუფი, იგი გამოირჩევა ნამდვილი იტალიური სტილითა და ხასიათით. მან მალევე მოიპოვა პოპულარობა მსოფლიოს 100 ქვეყანაში, სადაც დღემდე წარმატებით ოპერირებს. კომპანიის 280 თანამშრომელი ყოველდღიურად ზრუნავს კომპანიის განვითარებისათვის და ხელნაკეთი დეკორაციების შექმნისათვის, რომელიც ამ ჯგუფის ერთ-ერთი ტრადიციული მიმდინარეობა გახლავთ. კომპანია აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით და აწარმოებს ერთ-ერთ ყველაზე ხარისხიან და უსაფრთხო პროდუქციას.

ყველა აქ ჩამოთვლილი ბრენდის პროდუქცია, ისევე როგორც სხვა ბრენდებისა, შეგიძლიათ ჩვენს განახლებულ შოურუმებში ნახოთ, სადაც ყველაფერი წარმოდგენილია იმიტირებული სააბაზანო ოთახების სახით, რაც გაძლევთ იმის შესაძლებლობას, პროდუქცია უკვე სივრცეში, ასე ვთქვათ გამოყენებაში დაინახოთ და არა წარმოიდგინოთ, რაც ძალიან გაგიადვილებთ სწორად შერჩევას და თქვენს გემოვნებაზე პროდუქციის მორგებას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთან მხოლოდ ევროპული პროდუქციაა.

სავაჭრო ცენტრი „გალერეა დემასი" ყველას გელით თავის შოურუმებში. ვფიქრობ, ჩვენ გავამართლებთ ჩვენს სლოგანს: გალერეა დემასი - დახვეწილი გემოვნებისთვის.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის