ავტორი:

"პარლამენტში საზარელი ინციდენტი მოხდა - ჩუგოშვილმა კვიციანს მიკროფონი იმ დროს გამოურთო, როცა პატრიაქის ქადაგებას კითხულობდა" - ადა მარშანია

"პარლამენტში საზარელი ინციდენტი მოხდა - ჩუგოშვილმა კვიციანს მიკროფონი იმ დროს გამოურთო, როცა პატრიაქის ქადაგებას კითხულობდა" - ადა მარშანია

გუშინ პარლამენტის სხდომაზე საზარელი ინციდენტი მოხდა - დარბაზში 15 „ოდეერი“ პარლამენტის წევრი იყო, - ამ სიტყვებით ფრაქციის “პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების წევრმა ადა მარშანიამ გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, სხდომის წამყვანის თამარ ჩუგოშვილის მიერ ემზარ კვიციანისთვის მიკროფონის გათიშვა გააპროტესტა.

როგორც ადა მარშანიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ფრაქცია პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს, რათა გუშინდელ სესიაზე მომხდარი ფაქტი განიხილოს, სადაც “თავად ჩუგოშვილის მხრიდან ჰქონდა ადგილი არაეთიკურ საქციელს“.

“პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ემზარ კვიციანს მიკროფონი გამოურთო და შეაფასა მისი გამოსვლა, როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური. უფრო მეტიც, მან გაბედა და ემზარ კვიციანს მიკროფონი იმ დროს გამოურთო, როცა პატრიარქის ქადაგებას კითხულობდა და მას ციტირებდა - ესეც შეაფასა როგორც დისკრიმინაციული და არაეთიკური ტექსტი“, - განაცხადა ადა მარშანიამ.

პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, სხდომის წამყვანმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატ ემზარ კვიციანს მის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის წარდგენისას მიკროფონი გაუთიშა და ეთიკის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა. ჩუგოშვილმა კვიციანს მიმართა, რომ პარლამენტის წევრს დისკრიმინაციული გამოსვლების უფლება არ ჰქონდა.

"ოცნების" ყველაზე მდიდარი მინისტრები და ჩინოსნები სახლების გარეშე - რა ქონებას ფლობენ პოლიტიკოსები

"ძალადობას ადგილი არ ჰქონია... შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მას მაისურს საჩუქრად გადავცემ" - კალაძე ვარკეთილის ინციდენტზე

LIVE: "360 გრადუსი" - გია ხუხაშვილი, ირაკლი კიკნაველიძე, გურამ მაჭარაშვილი