ავტორი:

ქურდული სამყარო ახალი "ომის" მოლოდინში - ტარიელ ონიანს მალე გაათავისუფლებენ, სად "გაადეპორტებენ" კრიმინალის "გენერალ სიმუსს"?

ქურდული სამყარო ახალი "ომის" მოლოდინში - ტარიელ ონიანს მალე გაათავისუფლებენ, სად "გაადეპორტებენ" კრიმინალის "გენერალ სიმუსს"?

კრიმინალური სამყაროს "გენერალ სიმუსად" წოდებული ქართველი "კანონიერი ქურდი" ტარიელ ონიანი, რამდენიმე დღეში სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. როგორც ცნობილია, მას სასჯელი შეუმსუბუქდა და სწორედ ამიტომ ვადაზე ადრე მოუწევს გათავისუფლება. რუს სამართალდამცავებს სურდათ, რომ კრიმინალური ავტორიტეტი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, სამართალდამცავთა 3-წლიანი ზედამხედველობის ქვეშ ყოფილიყო, თუმცა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, რადგან ონიანს გათავისუფლებისთანავე რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება.

რუსული პრესა წერს, რომ კრიმინალური სამყარო ონიანის გათავისუფლებას დიდი ინტერესით და დაძაბულობით ელის, რადგან, სავარაუდოდ, ისევ დაიწყება ბრძოლა პირველობისთვის.

2010 წელს ონიანს, მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაპირველი სასჯელის მიხედვით, ონიანი 2019 წლის 11 ივნისს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მან სასამართლოს გზით სასჯელის შემსუბუქება შეძლო და საბოლოო დასკვნის მიხედვით ე.წ. კანონიერი ქურდი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 2019 წლის 9 აპრილს დატოვებს.

ონიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამართალდამცავები ცდილობენ მოსალოდნელი გაუთვალისწინებელი შედეგები თავიდან აიცილონ, მათ სასამართლოს თხოვნით მიმართეს, ონიანმა თვეში ორჯერ პრობაცია გაიაროს და აღრიცხვაზე იყოს, ასევე სახლი არ დატოვოს 22:00-დან 06:00-მდე. სამართალდამცავთა მტკიცებით, ეს აუცილებელიც კია, რადგან კოლონიაში ყოფნისას, ონიანმა წესრიგი 253-ჯერ დაარღვია, ის ორჯერ კარცერშიც მოათავსეს.

"დაკავებული აღრიცხვაზე აყვანილია როგორც ლიდერი და კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელი. ის უარყოფითად მოქმედებს სხვა პატიმრებზე. არ ასრულებს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოებს. არარეგულარულად აქვს კონტაქტი ნათესავებთან. ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან იქცევა თავხედურად და არაკორექტულად. პიროვნულად გამოირჩევა სითავხედით, სიცბიერით, არის ნაკლებად კომუნიკაბელური. მხარს უჭერს კრიმინალურ სუბკულტურას", - ნათქვამია ონიანის დახასიათებაში, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში წარადგინეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ონიანს ადმინისტრაციული სასჯელი არ დაუწესეს, რადგან, როგორც ცნობილია, 2018 წლის ივნისში, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ონიანი იმ პირთა სიაში აღმოჩნდა, რომელთა ყოფნა რუსეთში არასასურველია. გათავისუფლებისთანავე კრიმინალურ ავტორიტეტს დეპორტაცია ემუქრება.

სად მოხდება "გენერალ სიმუსის“ დეპორტაცია? წაიკითხეთ სრულად

გიგა ნასარიძეს სხვისი ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ - რას პასუხობს ცნობილი იუმორისტი ბრალდებას

5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული დაზარალებულის ბაბუის ძმაა - "მოკვლით დაემუქრა, თუ რამეს იტყოდა"

ხმაური გურჯაანში - სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო