ავტორი:

შსს ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს, რა დროსაც 66 ქართველი დააკავეს

შსს ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს, რა დროსაც 66 ქართველი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის კადრებს აქვეყნებს, სადაც საქართველოს 66 მოქალაქე დააკავეს. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ.

"გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულია საქართველოს 41 მოქალაქე. სპეცოპერაცია განხორციელდა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე განხორციელდა ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირის გამოსახლება.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული.

გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს შერჩეული ობიექტების შესახებ, რის შემდგომაც ორგანიზებულად სჩადიოდნენ ქურდობის ფაქტებს"- აღნიშნა ბორცვაძემ.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა გირაო, 100 000 ლარი უკვე გადაიხადა - ადვოკატი

"მამის მხრიდან ფიზიკურ ძალადობა დაზარალებული არ აღიარებს" - ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატისა და პროკურორის კომენტარები სასამართლოს შემდეგ

ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა - "დანაშაულს არ აღიარებს"