ავტორი:

"ხელოვნების ამბავი" - ისტორიები, რომლებიც ხელოვნების გამორჩეულ გულშემატკივრად გაქცევთ

"ხელოვნების ამბავი" - ისტორიები, რომლებიც ხელოვნების გამორჩეულ გულშემატკივრად გაქცევთ

ხელოვნება უსაზღვროა. უსაზღვროა მისი ასპარეზი და განვითარება. თავისი მრავალფეროვანი შესაძლებლობებით, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გადმოსცემენ საკუთარი დროის აქტუალურ თემებს, ტკივილსა და სიხარულს. როგორც თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლების ნამუშევრებში, ისე უძველესი დროის ქმნილებებშიც, ჩანს კრეატივი და ინდივიდუალიზმი, რომელიც იმ კონკრეტული ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი.

ხელოვნების განვითარების ჯაჭვი საკმაოდ გრძელი და რთულია. ის უძველეს დროში დაიწყო და უამრავი რადიკალური ცვლილება განიცადა. აღნიშნულ ცვილებებსა და სიახლეებს საზოგადოება, უმეტესად, მტკივნეულად იღებდა, რადგან განვითარებას თანამედროვეები ყოველთვის პოზიტიურად ვერ იღებენ. როგორც წესი, მისი დაფასება გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ხდება ხოლმე.

ხელოვნების დიადი ნახტომი თავისუფლებისკენ ასწლიან მონაკვეთში მოხდა - დაახლოებით ძვ. წ. 520-420 წლებში.

მეხუთე საუკუნის მიწურულისთვის ხელოვანთა ძალა და ოსტატობა თავადხელოვანმაც სრულად შეიგრძნო და საზოგადოებამაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად ზემოდან უყურებდნენ, როგორც ხელოსნებს, სნობები კი აბუჩად იგდებდნენ, სულ უფრო მეტი ადამიანი იჩენდა ინტერესს ხელოვანთა ნაწარმოებების მიმართ. ადამიანები ადარებდნენ ხელოვნების სკოლების ღირსებებს - მრავალნაირ მეთოდს, სტილსა და ტრადიციას, რომლებიც სხვადასხვა ქალაქის ოსტატებს ერთმანეთისგან განასხვავებდა.

სწორედ ამ გაზრდილმა კონკურენციამ სტიმული მისცა ხელოვანებს, რომ ამაღლებულიყო მრავალფეროვნება. სწორედ ამ მრავაფეროვნების გამო არის ძველი ბერძნული ხელოვნება დღემდე მომხიბვლელი. მოხდენილობითა და სილაღით ხასიათდება იმ პერიოდის არქიტექტურა, ქანდაკება და მხატვრობა.

ასე დაიწყო და განვითარდა ხელოვნება ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში. ეს პროცესი დღემდე აქტიურად მიმდინარეობს. სწორედ ამ განვათარების შესახებ შესახებ წაიკითხავთ ე.ჰ. გომბრიხის წიგნში “ხელოვნების ამბავი”.

“დახვეწილი გაფორმება, ილუსტრაციების დიდებული ფერები და ნათელი, სხარტი განახლებული ტექსტი ერთიანობაში ბრწყინვალე გამოცემას ქმნის. ეს არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, გადაიკითხო და სამარკო ღვინოსავით დააგემოვნო”, - ასე ახასიათებს წიგნს აშშ-ის ხელოვნების ეროვნული გალერიის დირექტორი ჯ. კარტერ ბრაუნი.

ეს არის მსოფლიო ბესტსელერი წიგნი ხელოვნებაზე, რომელიც ქართულ ენაზე გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ თარგმნა და გამოსცა.

ხელოვნების ამბავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წიგნია ხელოვნების შესახებ, რომელიც ოდესმე გამოცემულა. წიგნის პოპულარობის მიზეზი წერის ნათელი, მარტივი და გულწრფელი სტილია.

წიგნის ავტორი ერნსტ გომბრიხი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვნების ისტორიკოსია, რომელიც დაიბადა ავსტრიაში, ხოლო 1947 წელს გახდა ბრიტანეთის მოქალაქე და მოღვაწეობის დიდი ნაწილი ბრიტანეთში გაატარა. ის იყო მრავალი კულტურული და ხელოვნების ისტორიის ნამუშევრის შემქმნელი. მისი ნამუშევრები განიხილება როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გაცნობის საშუალება სახვით ხელოვნებაში.

ე.ჰ. გომბრიხის უნიკალური წიგნის, „ხელოვნების ამბავი“ ახალი გამოცემის შეძენა მკითხველს უკვე შეუძლია „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს