ავტორი:

ფოტოები დიღმის მასივიდან, სადაც ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და

ფოტოები დიღმის მასივიდან, სადაც  ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და

დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაზიანებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი. აფეთქება დიღმის მასივში, მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსის მე-4 სართულზე 12 საათსა და 20 წუთზე მოხდა. დანგრეულია იმ ბინის კედელი, სადაც აფეთქება მოხდა. ასევე, დაზიანებულია მეორე და მეოთხე სართულის კედლები.

აფეთქების შედეგად გამოწვეული ძლიერი წნევის გამო, ჩამსხვრეულია მოპირდაპირე კორპუსში ფანჯრები. ასევე, დაზიანებულია 5 ავტომობილი, შედეგად ნანგრევები დაეცა. დიღმის მასივში მომხდარი აფეთქების შედეგად საავადმყოფოში 7 ადამიანია გადაყვანილი, აქედან ერთ-ერთი 7 თვის ბავშვია.

შსს-ს ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე კვლავ მობილიზებულია 10-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, რამდენიმე ათეული საპატრულო ეკიპაჟი. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ -კრიმინალიტები.

უსაფრთხოების ზომების გამო, პოლიციას პერიმეტრი გადაკეტილი აქვს. ევაკუირებულია მე-5 კორპუსში მცხოვრები ყველა მოქალაქე. აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ფოტო: ვანო გორგიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი