ავტორი:

დიღმის მასივში მაშველები იმ ბინის კედლის დემონტაჟს ახორციელებენ, სადაც აფეთქება მოხდა - "არსებობს ჩამონგრევის საშიშროება"

დიღმის მასივში მაშველები იმ ბინის კედლის დემონტაჟს ახორციელებენ, სადაც აფეთქება მოხდა - "არსებობს ჩამონგრევის საშიშროება"

სამაშველო სამსახური ამ წუთებში დიღმის მასივში იმ ბინის, სადაც აფეთქება მოხდა, კედლის დემონტაჟს ახორციელებს, რადგან ჩამონგრევის საშიშროებაა.

სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკა. მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გაფართოვდა გადაკეტილი ტერიტორიის არეალი. ცალმხრივად გადაკეტილია ლუბლიანას ქუჩასთან დამაკავშირებელი გზის საავტომობილო მონაკვეთი.

დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის მე-5 კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება დღეს მოხდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი