ავტორი:

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

8 აპრილს, საფრანგეთში, ქალაქ რენიში, რენის ბიზნესის სკოლის ბაზაზე, კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა, რაც საქართველოში პირველი პრეცედენტია. ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას კავკასიის უნივერსიტეტსა და რენის ბიზნესის სკოლას შორის, რომელიც ფლობს ე.წ. სამმაგ საერთაშორისო აკრედიტაციას (Triple Crown) – AACSB, EQUIS-სა და AMBA-ს. ხელშეკრულება ითვალისწინებს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობას მხარეებს შორის - სწავლების, კვლევისა და ერთობლივი სასწავლო პროგრამების და პროექტების განხორციელების მიმართულებით. კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსის შექმნის ძირითად მიზანს წარმოადგენს კავკასიის უნივერსიტეტის, მისი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო აქტივობის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაღრმავებას. ასევე, მხარეებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას.

კავკასიის უნივერსიტეტის ევროპული კამპუსი საგნამანათლებლო ცენტრია, რომელიც უზრუნველყოფს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო სასწავლო გარემოში სწავლა-სწავლების და კვლევის გამოცდილების მიღებას.

თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

•​შეიქმნება ერთობლივი კვლევითი ცენტრი;

•​შემუშავდება ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი სადოქტორო პროგრამა(DBA);

•​განვითარდება ორმაგი ხარისხის პროგრამები;

•​განისაზღვრება პროფესორ-მასწავლებელთა თანააფილირების პოლიტიკა;

•​განხორციელდება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები;

•​შემუშავდება ერთობლივი მოკლევადიანი პროგრამები და პროექტები.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და რენის ბიზნესის სკოლის გენერალურმა დირექტორმა და დეკანმა, თომას ფროლიშერმა.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის