ავტორი:

"ფოტო : მე, მორგიდან რეანიმაციაში გადაყვანილი," - რას იხსენებს ირაკლი ბათიაშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით

"ფოტო : მე, მორგიდან რეანიმაციაში გადაყვანილი," - რას იხსენებს ირაკლი ბათიაშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს იხსენებს და აქვეყნებს ფოტოს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაღებული.

"1989 წლის 9 აპრილი ჩემ გონებაში ყველაზე ღრმად ჩაბეჭდილი თარიღია. ყოველთვის მახსენდება და კვლავაც გამახსენდება იმ ღამის დრამატული კადრები: ჩვენი საოცარი ერთსულოვნება, რუსთაველის გამზირზე შემოსული ტანკები, ხალხის უმოწყალო ჩეხვა საბჭოთა ოკუპანტების მიერ, ხალხის გმირული შემართება და შეძახილები... მახსოვს როგორ ჩავხტი ტრიბუნებიდან ხალხის შუაგულში, რომ ჩემ თანამემამულეებს გადავფარებოდი... ჩემ თავს იმის უფლებას არ მივცემდი, რომ უკან დამეხია და ამ ჯოჯოხეთური შეტაკების დროს იქ მდგომი ჩემი თანამემმულეები, ქალბატონები, პატარა გოგონები დამეტოვებინა! მახსოვს ჩემზე აღმართული ხელკეტები და ალესილი ნიჩბები... როგორ ვკარგავდი გონებას და ვიცოდი, რომ ვკვდებოდი...

დღესაც ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ 9 აპრილს თავს ვწირავდი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. ეს, რა თქმა უნდა, იყო დიდი ტრაგედიის დღე. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შეეწირა ჩვენი თანამემამულეები, დაიღვარა წმინდა სისხლი... მაგრამ გვახსოვდეს, რომ 9 აპრილი იმავდროულად არის, ჩვენი ერის უდიდესი მორალური და პოლიტიკური გამარჯვების დღე! ეს არის შემობრუნების წერტილი ჩვენს უახლეს ისტორიაში!

ფოტო: 9 აპრილი დარბევის შემდეგ რუსთაველის გამზირზე დახოცილი თანამემამულეები და იური როსტის ფოტო, მე, მორგიდან რეანიმაციაში გადაყვანილი," - წერს ბათიაშვილი.

"მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე... ასევე პარაცეტამოლი" - როგორია COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი

"ბოლო ჟამის ნიშნებიც აშკარაა... ჩვენი სარწმუნოება გამოცდას გადის" - მეუფე დანიელი

ვის ჩაუტარდება აგრესიული ტესტირება?